Magdalena Posted September 22, 2020 Share Posted September 22, 2020 ჩინური კომპანია Xiaomi, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე დაბალბიუჯეტური სმარტფონების ასორტიმენტს შეავსებს ორი ახალი მოწყობილობით. დიდი ალბათობით, სამომავლო სმარტფონები შევა ბრენდ Redmi-ში. საუბარი ეხება მოწყობილობებს კოდური დასახელებით - Gauguin და Gauguin Pro. როგორც ცნობილია, ორივე მათგანს ექნება მრავალმოდულიანი კამერა და მაღალი გაფართოების ძირითადი სენსორი. კერძოდ, მოდელ Gauguin-ს ექნება 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, Gauguin Pro მოდიფიკაციას კი - 108-მეგაპიქსელიანი. უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ Gauguin Pro იქნება ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი ამ გაფართოების კამერით. სამწუხაროდ, სმარტფონების სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება. არსებობს ალბათობა, რომ ორივე მოწყობილობას მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წელს არის მოსალოდნელი. Gartner-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიწოდებულ იქნა 294 მილიონ 700 ათასი სმარტფონი. წლიური გამოთვლებით ბაზრის მაჩვენებელი 20.4%-ით შემცირდა. კომპანია Xiaomi 8.9%-იანი წილით რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს სმარტ-მოწყობილობების წამყვან მომწოდებლებს შორის. https://bit.ly/3cgPr6s Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.