Jump to content

საჰაერო ტაქსების დრო მოდის: Autoflight-მა წარადგინა უპილოტო V400 ხალხის ტრანსპორტირებისა და ტვირთის გადატანისთვის


Recommended Posts

უპილოტო სამომხმრებლო საფრენი აპარატების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Autoflight-მა წარადგინა სატვირთო და სამგზავრო დრონი V400 Albatross. კომპანიამ ასევე ისაუბრა ამ საინტერესო ტრანსპორტის განვიარების გეგმებზე. 

image.jpeg 

V400 Albatross გამოდის ორ მოდიფიკაციაში: პირველი სრულიად ელექტროა, მეორე კი - ჰიბრიდული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ძრავზე მუშაობენ, ორივე მათგანის მაქსიმალური საფრენი მასაა 400 კგ და შეუძლიათ 100 კგ ტვირთის აწევა. V400 შემუშავდა სპეციალურად შორ მანძილებზე ტვირთის მიწოდების ოპერაციებში ლოჯისტიკის გამარტივებისთვის. 

image.jpeg 

ხსენებულ ორ მოდელს შორის განსახვავებაა საფრენ მანძილს შორის. ელექტრო მოდელის ფრენის მარაგი 300 კილომეტრს შეადგენს, ჰიბრიდულისა კი - 1000 კმ-ს. ორივე მოდელის მაქსიმალური სიმაღლის დაფარვაა 5 ათასი მეტრი, მათი ფრების ზომა 9 მეტრია, სიმაღლე - 1.2 მეტრი, სიგრძე - 6.7 მ. 

image.jpeg 

სრულიად ელექტრიზებულ მოდელშ გამოყენებულია ორი ძირითადი ძრავი - ერთი განავსებულია წინა მხარეს, მეორე - უკან - ამწევი ზედაპირით და რვა ამწევი ძრავით, რომლებიც V400-ს ვერტიკალურად აფრენის საშუალებას აძლევს. ჰიბრიდული მოდელი იყენებს მთავარ შიდაწვის ძრავას უკანა ნაწილში, ხოლო დანარჩენი ფრთები, პროპელერები და ძრავები უცვლელი რჩება. 

V400 აღჭურვილია სხვადასხვა სარეზერვო სისტემით, რომელთა შორისაა ფრენის მართვა, სენსორები და რადარები, აგრეთვე დამატებითი პარაშუტი. მას ასევე აქვ ფრენის მართვის საბორტო სისტემა, საფრენი აპარატების ამომცნობი და შეჯახებისან თავის ასარიდებელი სისტემები, რაც უზრუნველყოფს პილოტის გარეშე უსაფრთხო ექსპლუატირებას. იმისთვის, რომ კავშირი არ დაკარგოს ჰაერში, აპარატს გააჩნია 4G და 5G აღჭურვილობა. 

image.jpeg 

Autoflight-ის გუნდი დამფუძნებელთან, Tian Yu-სა (ცენტრში) და სატვირთო V1000 eVTOL დრონის პროტოტიპთან ერთად - იგი V400-ზე დიდი და მძიმეა 

Autoflight დრონ V400-ის ადაპტირებას გეგემავს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მომსახურებისთვის იმ იმედით, რომ ჩინეთის რგულაციების წყალობით შეძლებენ საცდელი ფრენების შესრულებას. კომერციული სატვირთო გადაზიდვების ბაზარი დიდი ალბათობით კომპანიისთვის უფრო მეტად მსხვილი და სტაბილური შემოსავლის მომტანი იქნება სამომავლოდ, როდესაც რესები გაივლიან საკანონმდებლო, იურიდიურ და საგამოცდო ფაზებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.