Jump to content

კომიქსების მოყვარულთა კლუბი Comics


Recommended Posts

N.DopeComicbookcollection.photobyGabrielf65622a5-033d-4d30-87fd-9d4970c68c7b.jpg

კომიქსები ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და თექსტების (დიალოგების) სინთეზით, თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი ქვეჟანრებით. 

კომიქსების მწარმოებელი ორი წამყვანი კომპანიაა — Marvel Comics და DC Comics, რომლებიც ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. კომიქსების ბაზრის წილის 80%-ი უკავიათ დაახლოებით ამ 2 გიგანტს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც რომ, სხვა კომპანიებიც არსებობენ რომლებმაც ისეთი ცნობილი ისტორიების და გმირების შექმნას დაუდეს სათავე როგორიც იყო Darkman, Spawn, Hellboy, Thewalkingdead, the Boys  და ა.შ.

კომიქსები ასახავს ადამიანების სხვადასხვა ფსიქოტიპებს, საკაცობრიო მოვლენებს რომლებიც გადმოცემულია ამა თუ იმ პერსონაჟით ან სიუჟეტური ხაზის მოვლენების განვითარებით. რეალურად ეს ყველაფერი ილუსტრატორების და ნოველისტების მიერ შენიღბული წარსულის, აწმყოს და მომავლის ათასობით ვერსიას აღწერს, კომიქსების ბევრი ნომერი დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზეც და პერსონაჯებზეც, რომლებიც შემდეგ მოდიფიცირებული და შეცვლილია, ან თუნდაც მორგებული თანამედროვეობას... მოკლედ რომ ვტქვათ ადამიანის ფანტაზიას არ გააჩნია საზღვრები, ასევე უსაზღვროა კომიქსებში ასახული ისტორიები, პერსონაჟები და მათი ცხოვრების ხაზები.

ჯერ კიდევ მე-17 მე-18 საუკუნეში, სანამ კომიქსი სიტყვაც კი არ არსებობდა უკვე ნელ-ნელა ფესვებს იდგამდა გრაფიკული ნამუშევრების შექმნა ძველ რომში

William_Hogarth_-_Marriage_%C3%A0_la_Mod

უფრო ძველ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველ ეგვიპტეში იყო წარმოდგენილი პაპირუსებზე ინფორმაციის გადატანის საშუალებად გრაფიკული ნიშნებით გამოსახული სხვადასხვა მოქმედება თუ ამბავი რაც ადრესატტან უნდა მისულიყო...

Hieroglyphs_from_the_tomb_of_Seti_I.jpg

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და დაუბრუნდეთ თანამედროვეობას უფრო ახლო წარსულში გადავიდეთ და დავიწყოთ საუბარი დღევანდელ კომიქსების გიგანტებზე, კარგად მოკალათდით, ბევრ საინტერესოს გაიგებთ. ^^

1934 წელს დაარსდა National Comics Publications საგამომცემლო კომპანია მალკოლმ ვილერ ნიკოლსონის, ჯეკ ლიებოვიცის და ჰარი დონენფილდის მიერ ამერიკაში, ნიუ იორკში... რომელიც შემდეგ რებრენდირდა და გახდა თქვენთვის ყველასათვის ცნობილ DC კომიქსად... 

latest?cb=20140315174514

ესეც პირველი გარეკანის არტი National Comics Publications-ს მიერ გამოცემული კომიქსის!

9781779501196.jpg

თანამედროვეობაში DC კომიქსები აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად კომიქსების მწარმოებელ კომპანიად, მათი ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური მონაპოვარია ისეთი ორი პერსონაჟი როგორიც არის Batman და Superman.

STL139816.jpg

ეს პერსონაჟები გახდა წლების მანძილზე ბევრი მუსიკოსის, მხატვრის, რეჯისორის ინსპირაციის წყარო, უამრავი ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილად იქცნენ, მათი ისტორიები, ზოგადად DC-ს სამყარო, რომელიც უსაზღვროდ დიდია და მოიცავს ალტერნატიულ პლანეტებს, მზის სისტემებს და ა.შ. გახდა შთაგონების წყარო შემოქმედებითად ნიჭიერი ადამიანებისთვის.

ცოტა მოგვიანებით 1939 წელს ასევე შეიქმნა კიდევ ერთი გრაფიკული ნოველების გამომცემელი კომპანია Timelay Comics მარტინ გუდმენის მიერ. მოგვიანებით სახელი შეიცვალა და გახდა Atlas Comics, არსებული სახით 1940 წლამდე ფუნქციონირებდა (timelay Comics), ხოლო Atlas Comics 1957წ-მდე. მას შემდეგ კი რებრენდირდა და მოგვევლინა ყველასათვის ცნობილ Marvel Comics-სად, (USA, New Yourk)...^^

NOwxu-x4nGFXrdCEFxdwFtb4IOvWtcMXEeXSJqtO 211-2111462_atlas-comics-marvel-comics-l

c8d7a24c1e2b9af95bf0fce6313aa95d.jpg

მარველ კომიქსების განვითარებაში ძირითადი როლი მიუძღვით: სტენ ლის, ჯექ კირბის, ჩესტერ ბ. სიბულსკის, ჯონ ნის, სტივენ დიტკოს...

მარველის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია Spider-man, რომელიც თითქმის ყველა ბავშვის საყვარელი სუპერგმირია...

latest?cb=20120818021634clean.jpg

თუმცა ამით არ ამოწურულა კომიქსების სამყარო, DC და Marvel-ს გარდა არის კიდევ სხვა კომიქსების მწარმოებელი კომპანიები რომელიბიც ძალიან მაგარ პროდუქციას ქმნიან და ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, ეს ტემა იქნება პროგრესირებადი თემა...

spacer.png

 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ნეტა როდის დაიწყება სერიოზულად გამოცემა წამყვანი კომიქსების ნომრების ჩვენთან. სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა ქართულად რამდენიმე, ბეტმენი და ვენდეტა იყო ყველაზე სერიოზულები, კარგი თარგმანით სხვათა შორის. თვითონ ეგ კილტურა არ აინტერესებს ახალგაზრდობის დიდ ნაწილს აქ და ალბათ მაგიტომ.

Link to comment
Share on other sites

ჰო მეც მახსოვს რამოდენიმე ნომერი დაიბეჭდა, მოგვიანებით ამერიკიდან ჩამოტანილი კომიქსებიც იყიდებოდა აქ ორიგინალი ინგლისურენოვანი, მაღაზია გაიხსნა აქ რუსთაველზე იყო ფილარმონიისკენ რომ მიდიხარ მანდ ერთ-ერთ ასახვევში, სადაც ჩამოტანილი უახლესი ნომრები ქონდათ და შეკვეთებსაც იღებდნენ და მგონი დაიკეტა ეგ მაღაზია...

ძალიან დიდი კულტურაა ეს და აქ უფრო გასართობ "მაიმუნობად აღიქვამენ" და მარტო Marvel & DC-ს გაპაპსავებული ისტორიები იციან დანარჩენი არც კი გაუგონიათ თუ რა ხდება, არადა ძაან ბევრი სტილისტიკის მიმართულება არსებობს და უამრავი ბრენდია ამ სფეროშ რომელიც ქმნიან დიდებისთვის კომიქსებს და არა მარტო ბავშვებისთვის, ბევრს 18+-ს კი არა 21+ შეზღუდვაც კი ადევს...

ამ თემაში უნდა გავაკეთო მაგ ბრენდებზე სტატია აუცილებლად დავამატებ...

სხვათაშორის მე დავესწარი რამოდენიმე წლის წინ "ფაბრიკა"-ში ყავდათ ჩამოყვანილი კომიქსების მხატვარი ამერიკელი რომელიც მუშაობდა მარველის Daredevil-ს ნომრებზე David MACK და მასტერკლასსაც დავესწარი ტიპი წამებში ისეთ სასწაულებს ქმნიდა გაოგნებული ვუყურებდი... 2008-დან მუშაობდა Daredevil-ზე ეს არტისტი და ძაან დონე ატმოსფერო მიცა რა მაგ ნომრებს...

spacer.png00134ff940e1dac505f4e140df4b0454.jpg

Link to comment
Share on other sites

ჰო აი ახლა გადავხედე, ბეტმენის 2 - ბნელი რაინდი და სასიკვდილო ხუმრობა, დარაჯები და ვენდეტა ქონიათ გადათარგმნილი, ესენი ყველა მალმალე მიაყოლეს სადღაც 3 თვეში მგონი ყველა ერთიანად გამოვიდა, უეჭველი ცოტა გაიყიდა და თავი დაანებეს ტირაჟირებას. ამას ეს პანდემიაც დაასკდა კიდე და აშკარაა ჩაკვდა, თუ ამოიქოქა არ მოვაკლებ ჩემ წილს, აუცილებლად ვიყიდი, აქედან მარტო Killing joke მაქვს ჯერ, თუ ვიპოვე ეს დანარჩენებიც მინდა, თუ იშოვება კიდე, რამდენიც დავაპირე ყიდვა ან გადამავიწყდა ან რაღაცამ შემიშალა ხელი. ასეთ რამეში არასდროს მენანება ფული, ჩემთან მაინც ახლოსაა ეს თემა და ყველაფერი რაც გრაფიკასთან და ხატვასთან დგას ახლოს. ესენი მართლა შედევრებია.

https://www.sulakauri.ge/product/darajebi/

https://www.sulakauri.ge/product/betmeni-sasikvdilo-khumroba/

https://www.sulakauri.ge/product/v-anu-vendeta/

https://www.sulakauri.ge/product/betmeni-bneli-raindi-brundeba/

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

spawn-2.jpgspawn-300_9b3bf9cde6.jpg

1992 წელს შეიქმნა "Image Comics" საგამომცემლო კომპანია რომელმაც დაიწყო კომიქსების მაშტაბური წარმოება და ამავე წლის მაისში მათ მსოფლიოს წარუდგინეს თავიანთი ყველაზე გახმაურებული და ცნობილი პერსონაჯი Spawn-ი, რომელიც შექმნა ტოდ მაქფერლეინმა კანადელმა კომიქსების შემქმნელმა, რომელიც მალევე გახდა ცნობილი კომიქსების ინდუსტრიაში...

Spawn-ის პერსონაჟი შეყვანილ ჟურნალ Wizard-ს ტოპ 200 კომიქს პერსონაჟების სიაში და ის საპატიო მე-60-ე ადგილს იკავებს, ასევე ბრიტანულ ჟურნალ empire-ს ტოპ 50-ს პერსონაჟშია შეყვანილი... spawn-ზე მოგვიანებით იაპონური მანგას ნომერიც არის გამოცემული სახელწოდებით Shadow of Spawn, 1997 წელს ამავე პერსონაჟზე გადაღებულია ფილმი ჰოლივუდის მიერ, სადაც სპაუნის როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი მაიქლ ჯეი ვაითი, ფილმმა არც ისე დადებითი გამოხმაურება მოიპოვა, კრიტიკოსებმა ის დაიწუნეს რიშ შედეგადაც ფილმის შემდეგი სერიების გადაღება გაუქმდა და პროექტი დაიხურა...

პერსონაჟს გააჩნია ალტერ ეგო რომლის სახელიც არის "ალბერტ ფრენცის ეი სიმონსი"... 

Spawn-ს შესაძლებლობებია: ზეადამიანური ძალა, სიჩქარე, სისწრაფე, გამძლეობა, უკვდავება, სწრაფი განკურნება, მაღალკვალიფიციური ტაქტიკოსი, საბრძოლო ხელოვნების მაღალ დონეზე ფლობა, ტელეპორტაცია, ნეკროპლაზმური ენერგიის აფეთქებები, მუდმივი განკურნების-რეგენერაციის უნარი, ენერგიის მანიპულირება და მოლეკულური მანიპულაცია, ტელეპათია, დროის შეჩერება და სხვადასხვა ბასრი იარაღების და ჯაჭვების შექმნა გონების ძალით... 

პერსონაჟის ისტორია: 

ალბერტ ფრენსის სიმონსი დაიბადა დეტროიტში, მიჩიგანის შტატში.  სიმონსი არის ძალიან ინტელექტუალური და ფიზიკურად ძლიერი პოდპოლკოვნიკი შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში. მოგვიანებით ის შეუერთდება შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და ხდება მაღალშემოსავლიანი წევრი. ის იწყებს მოგვიანებით ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA) მუშაობას. CIA– ში მოხვედრის შემდეგ, სიმონსი უერთდება აშშ – ს უსაფრთხოების ჯგუფს - "ამბრელა" სააგენტოს, რომელიც მოიცავს CIA– ს, NSA– ს და NSC– ს, რომელსაც ხელმძღვანელობს დირექტორი ჯეისონ უინი.

ბოტსვანაში მისიის შესრულებისას სიმონსი მოკლეს, როდესაც დირექტორმა ვინმა აიყვანა Simmons- ის მეგობარი და პარტნიორი, ბრიუს სტინსონი (კოდური სახელით Chapel), მის მოსაკლავად, სიმონსი ჯოჯოხეთში გაგზავნეს სადაც მას მოუწევს  გარიგების დადება ეშმაკთან, რომელიც "მალებოლგიას" სახელით არის ცნობილი, სიმონსი თანახმაა გახდეს Hellspawn და ემსახუროს მალებოლგიას, თუ მას უკანასკნელად მიეცემა საშუალება ნახოს მეუღლე ვანდა. მალებოლგია დათანხმდა და სიმონსს აბრუნებს ცოცხალ სამყაროში, მაგრამ თითქმის საერთოდ დაკარგა მოგონებები, ძლიერად დამწვარი სხეულით და დემონური ხმების ამოძახილებით რომელიც ჩაესმოდა გონებაში...

მისი სიკვდილის და შემდგომი დაბრუნების შემდეგ, სიმონსი "Spawn" ჩამოდის დედამიწაზე გაბრუებული, წონასწორობა დაკარგული და დეზორიენტირებული. მხოლოდ გაურკვეველი მოგონებებით ახსენდება ბუნდოვნად თავისი წარსული და როგორ გაჩნდა იგი, მან მხოლოდ იცოდა მისი სახელი, "ალ სიმონსი" და რომ გარდაიცვალა, მაგრამ სხვა არაფერი.

ზოგჯერ ის მტკივნეულ უკუკავშირს განიცდის, და ბოლოს ახსოვს გარიგება მალებოლგიასთან, მაგრამ არ ახსოვს ცოლის სახელი და თუ რის გამო დაბრუნდა ის დედამიწაზე.

მოგვიანებით CIA- ს ფაილების გამოყენებით, იგი დაიწყებს თვალყურის დევნებას თავისი ცოლის ფაილებზე, რომ იპოვნოს იგი რომელიც უკვე დაქორწინებულია მის ყოფილ საუკეთესო მეგობარზე, ტერიზე, ქალიშვილთან, სახელად ციანთან და უკვე ხვდება, რომ მისი გარდაცვალებიდან ხუთი წელია გასული.

Spawn მალე შეხვდება ჰელსპავნის მეგობარს, რომელიც გააცნობს მას თავის უფლებამოსილებაზე, რომ ის ნეკროპლაზმურ ენერგიას ატარებს და მას შემდეგ რაც ეს ენერგია  მთლიანად ამოიწურება, ის ჯოჯოხეთში დაბრუნდება.

 მას არ სურს ჯოჯოხეთში დაბრუნება, Spawn ცდილობს იპოვოს ახალი მიზანი ცხოვრებაში და რაც შეიძლება ნაკლები ენერგია გამოიყენოს. ამ მომენტიდან იწყება Spawn-ს ახალი ცხოვრების  თავგადასავლები, სადაც მან სადისტური და სასტიკი ფორმით ჩამოშალა ქუჩის ბანდები და ორგანიზებული დანაშაული ნიუ იორკში. დაიწყო იტალიელი მაფიოზების წინააღმდეგ ბრძოლა და მოგვიანებით სერიული მკვლელი და პედოფილი ბილი კინკეიდიც ჩააძაღლა, ის იწყებს ახალი მიზნის პოვნას ბოროტების შესაჩერებლად და საკუთარი ცხოვრების გადასარჩენად.

kael-ngu-20191031-image-spawn-303-onlineSpawn297-cover.jpg

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.