Jump to content

AMD-მ საზოგადოებას უჩვენა Radeon RX 6000 დაფის ეტალონური დიზაინი


Recommended Posts

როგორც ჩანს, კომპანია AMD თავადაც დაიღალა საკუთარი ახალი ვიდეო დაფების ანონსის მოლოდინით და ამიტომ თავი ვერ შეიკავა სრულფასოვან პრეზენტაციამდე მცირე სიახლის გაზიარებისგან. ბრენდ Radeon RX-ის ოფიციალური Twitter-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა Radeon RX 6000 სერიის გრაფიკული პროდუქტის ეტალონური დიზაინის ფოტო. შეგახსენებთ, მისი ანონსი მოსალოდნელია 28 ოქტომბრისთვის. 

image.jpeg 

როგორც ჩანს, ახალი ვიდეო დაფების სერია წარმოდგენილი იქნება მასიური გრაფიკული ამაჩქარებლებით. პირველი, რაც თვალში გვხვდება, არის გაგრილების მოზრდილი სისტემა სამი ქულერით. მიუხედავად ვიზუალური სიდიდისა, სისტემულ ბლოკში დაფა დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. 

უფრო მეტად დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ RX 6000 დაფის დიზაინი მოგვაგონებს Radeon VII-ისა და NVIDIA GeForce RTX 20-სერიის რეფერენსული ვიდეო დაფების ნაზავს. ამგვარი მსგავსება შსამჩნევია, თუკი დავაკვირდებით გაგრილების სისტემის გლუვ კუთხეებს, ასევე ცენტრალურ ნაწილში დიდი ზომის წარწერას - Radeon, რომელიც რადიატორის ნაწილს ფარავს. 

image.jpeg 

წარწერა: „გადამაწერინე რა საშინაო დავალება. - კარგი, ოღონდ ტა შეცვალე 

საინტერესო ის გახლავთ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება აშკარად არაა ყველაზე ხელსაყრელი. ეტალონური GeForce RTX 20-სერიის მფლობელები ხშირად ჩიოდნენ, რომ  ცენტრალური ნაწილი სერიოზულად ბლოკავს ჰაერის ნაკადს, რის შედეგად გაგარილების სისტემა არ მუშაობს ისე ეფექტურად, როგორც სასურველი იქნებოდა. 

image.jpeg 

მეორე საინტერესო მომენტია ორი 8-პინიანი კვების კონექტორის არსებობა. ამგვარ კონფიგურაციას შეუძლია უზრუნველყოს 375 ვატის გადაცემა გრაფიკულ ამაჩქარებელზე. თავად AMD არ საუბრობს კონკრეტულად რომელი მოდელია წარდგენილი ფოტოზე, ამიტომ ამ კონექტორების საბოლოო რაოდენობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. 

კომპანიამ განაცხადა, რომ RX 6000 სერიის ვიდეო დაფის სამგანზომილებიანი ფოტოს ნახვა შესაძლებელია თამაშ Fortnite-ში Creative Island-ზე, კოორდინატებია 8651-9841-1639. იქ შესაძლებელია კონექტორების პანელის ნახვა. როგორც ჩანს, AMD-ის ახალ ვიდეო დაფებს ექნება ორი DisplayPort, ერთი HDMI და ერთი USB Type-C. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

წითელი სტრაპი არ მომწონს მეც, თუნდაც ამდ-ს ფერია ეგ

განათებული წითელი რადეონ წარწერაც მხოლოდ, კარგი იქნებოდა

ძლივს ნორმალური გაგრილება დააყენეს

HBM თუ გარისკა ამდ-მ, 200iq სვლა იქნებე იმო :დ

AMD-Radeon-RX-6900XT-Big-Navi-1.jpg

AMD-Radeon-RX-6900XT-Big-Navi-2.jpg

AMD-Radeon-RX-6900XT-Big-Navi-3.jpg

AMD-Radeon-RX-6900XT-Big-Navi-4.jpg

AMD-Radeon-RX-6900XT-Jay.jpg

Link to comment
Share on other sites

ეტყობა ესეც იქნება მინიმუმ 300 ვატის ფარგლებში. ენერგოეფექტურობის მხრივ გაუმჯობესება არამგონია მოხდეს, პირიქით თუ არ გაუზარდეს ამპერის სიმძლავრის შემხედვარე :D

რავი როგორც ამბობენ მოდიფიცრებული GCN არქიტექტურა აღარ ექნებაო როგორც RDNA1-ში და საბოლოოდ ახალი არქიტექტურა იქნებაო.

არამგონია HBM ჩადონ, მაგას თუ გამოიყენებენ ისიც მხოლოდ ფლაგმანისთვის და HBM-ის წარმოებას დრო უნდა + ძვირია და საერთო ფასის გაზრდა არამგონია აწყობდეთ. ისევ სტანდარტულ GDDR60ზე გამოვლენ ყველა კარტა ასე მგონია.

მე თუ მკითხავ გამტარობა ჰქონდეს ისეთი რომ არ დაალიმიტოს არაფერშუ და სულ არააქვს მნიშვნელობა რა მეხსიეერბა აქვს :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.