Magdalena Posted September 15, 2020 Share Posted September 15, 2020 აგვისტოში სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 75%-ით გაიზარდა. ეს გახლავთ ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი 2018 წლის თებერვლის შემდეგ - აცხადებენ The Block-ის ანალიტიკოსები. გასულ თვეში სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობამ მეტნაკლებად სარწმუნო მონაცემების თანახმად 191 მლრდ 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ივლისში ეს მაჩვენებელი 109 მლრდ 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. წყარო: CryptoCompare, The Block Research. ბაზრის უდიდესი წილი Binance-ს ეკუთვნის - საერთო სავაჭრო მოცულობის დაახლოებით 65 %/ მას მოსდევს Coinbase (11,2%), Kraken და LMAX Digital —4,8% წილით თითო, Bitfinex (3,3%) და Bitstamp (2,8%). წყარო: CryptoCompare, The Block Research. ვებ-ტრაფიკი ტრაფიკი კრიპტობირჟებზე აგვისტოში 30.5%-ით გაიზრდა. წყარო: SimilarWeb, The Block Research. SimilarWeb-ის თანახმად, სპოტ-და დერივატივების კრიპტობირჟებზე გასულ თვეში დაფიქსირდა 144.3 მლნ ვიზიტი. ეს გახლავთ ბოლო 14 თვის მაქსიმუმი. Binance ლიდერია მონახულების კუთხით, აგვისტოში დაფიქსირდა 33.8 მლნ ვიზიტი. მას მოსდევს Coinbase (30,7 მლნ) და BitMEX (6,9 მლნ). Binance-ზე, Coinbase-სა და BitMEX-ზე მოდის კრიპტობირჟების ჯამური ვებ-ტრაფიკის 49%. საინფორმაციო წყაროებია SimilarWeb, The Block Research. https://bit.ly/32sMNaE Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.