Magdalena Posted September 15, 2020 Share Posted September 15, 2020 NVIDIA-ს დამფუძნებლის სურვილი ახალი პროდუქტებისა და ბიზნეს-გადაწყვეტილებების შექმნის შესახებ საიდუმლოს არ წარმოდგენს. გარკვეული დროის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია ემზადებოდა ARM-თან გარიგებისთვის. ამჟამად ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: ყველა ფორმალობა უნდა შესრულდეს ანტიმონოპოლიური კონტროლის პროცედურის დასრულებიდან 18 თვის შემდეგ. გარიგების თანხა 40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ფულადი სახით NVIDIA გადაიხდის არაუმეტეს 12 მლრდ აშშ დოლარს, ამასთან 2 მლრდ აშშ დოლარი უნდა გადაეცეს გამყიდველს (SoftBank) გარიგების დასრულებისთანავე. პრინციპში, NVIDIA-ს ანგარიშზე გასული კვარტლის ბოლოს 11 მლრდ აშშ დოლარი დაგროვდა და სურვილის შემთხვევაში კომპანია შეძლებს თავი აარიდოს ფულის სესხებას ARM-თან გარიგების შესრულების დაფინანსებისთვის. დანარჩენი 28 მლრდ აშშ დოლარი SoftBank-ს გადაეცემა NVIDIA-ს აქციების სახით. 21.5 მლრდ აშშ დოლარიანი ძირითადი პაკეტი იაპონურ კორპორაციას აქცევს NVIDIA-ს უმსხვილეს აქციონერად, თუმცა მისი წილი არ იქნება 10%-ზე მეტი. კიდევ 5 მლრდ აშშ დოლარს აქციების სახით იაპონური კორპორაცია მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ARM-ის შემოსავალი მიაღწევს გარკვეულ მიზნობრივ ღირებულებებს. და ბოლოს, ARM-ის თანამშრომლებს შეხვდებათ NVIDIA-ს 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციები - სავარაუდოდ საუბარი ეხება ბრიტანული ჰოლდინგის ხელმძღვანელობას, რომელიც სამუშაოდ NVIDIA-ში გადავა. ARM-ბიზნესის ახალი მფლობელები პირობას დებენ, რომ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. უფრო მეტიც, კემბრიჯში შეიქმნება ახალი კვლევითი ცენტრი, სადაც ARM და NVIDIA მოამზადებენ ახალ კადრებს და შეიმუშავებენ პროცესორის არქიტექტურებს. NVIDIA-ს დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ARM-ის შემუშავებული პროდუქტების ლიცენზირების მოდელი შეინარჩუნებს მომხმარებლების მიმართ ღიაობისა დ ნეიტრალიტეტის პრინციპებს. თავად NVIDIA აპირებს ARM-ის გამოყენებას პირველ რიგში სერვერულ სეგმენტში. ARM-ის ბიზნესი - „ინტერნეტ-ნივთებისთვის“ ტექნოლოგიის შემუშავება გარიგების ფარგლებში არ მოხვდა. https://bit.ly/32rHUyo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.