Jump to content

ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX გაუშვებს Starship-ის პროტოტიპს 18 კმ სიმაღლეზე


Recommended Posts

კოსმოსური რაკეტა Starship-ის 150 მეტრ სიმაღლეზე ორი სატესტო გაშვების შემდეგ ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ემზადება გაცილებით სერიოზული გამოცდისთვის - რაკეტის აფრენა უნდა მოხდეს 60 ათასი ფუტის (დაახლოებით 18.3 კმ) სიმაღლეზე. 

image.jpeg 

ამის შესახებ Twitter-ზე განაცხადა SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა. წინა ტესტების მსგავსად, გამოცდა შედგება კომპანიის კოსმოსურ პლატფორმაზე, ტეხასის შტატში. ამჯერად კომპანია გატესტავს ახალ პროტოტიპს - Starship SN8, რომლის მშენებლობა ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. მასკის თქმით, შედარებით ძველი SN5 და SN6  პროტოტიპებისგან განსხვავებით, იგი აღჭურვილი იქნება ფრთებითა და „ცხვირზე“ მოცემული გამწევებით, რაც აუცილებელია მაღალ სიმაღლეზე სატესტო გაშვებისთვის. 

ეს გახლავთ სრული ზომის პროტოტიპის ვერსია. იგი წინამორბედების მსგავსად გაივლის ტესტირების ყველა ეტაპს, მათ შორის ძრავის ამოქმედების სტატიკურ ტესტს და სხვა შემოწმებებს. შემდგ ჩატარდება ძრავის აალების კიდევ ერთი სტატიკური გამოცდა, საბოლოოდ კი შეეცდებიან პროტოტიპის გაშვებას 18 კმ სიმაღლემდე და უკან დაშვებას. 

სავსებით შესაძლებელია, რომ პროტოტიპის დიდ სიმაღლეზე გაშვების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს. თუმცა SpaceX-ის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ წარუმატებლობისგან გაკვეთილი მიიღოს და წინ გადადგას მორიგი ნაბიჯი -  მოახდინოს პროტოტიპების ტესტირება საბოლოო შედეგის მიებამდე. საბოლოო შედეგი კი გახლავთ მრავალჯერადი რაკეტა Starship-ის ფრენები მთვარისკენ, მარსისა და სხვა პლანეტებისკენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.