Jump to content

ახალი მობილური GeForce MX450 დაფის წარმადობის შედეგი სინთეტიკურ ტესტებსა და გეიმინგში


Recommended Posts

გარკვეული დროის წინ NVIDIA-მ წარადგინა საბაზისო დონის მობილური გრაფიკული პროცესორი GeForce MX450. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი მობილური GPU-ის წარმადობის შემოწმების შედეგები სინთეტიკურ ტესტებსა და თამაშებში. არსებული ცნობების თანახმად, ახალი მობილური პროცესორი გარკველ ამოცანებში GeForce MX350-ზე 33%-ით სწრაფი აღმოჩნდა. 

image.jpeg 

დიდი ალბათობით, GeForce MX450 აგებულია Turing-არქიტექტურის ბაზაზე. საკუარ ვებ-გვერდზე კომპანია არ უთითებს რომელი არქიტექტურაა გამოყენებული მის საფუძვლად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა თაობის GeForce MX350 ჩიპში გამოყენებული იყო არქიტექტურა Pascal, ასეთ შემხვევაში ზემოხსენებული ვარაუდი დიდი ალბათობით სწორია. ამასთან, კომპანიამ აღნიშნა, რომ ახალ ჩიპს აქვს PCI Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. ამამად ეს არის NVIDIA-ს ერთადერთი სამომხმარებლო მობილური გრაფიკული პროცესორი, რომელსაც ამგვარი განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს. საბაზისო დონის GPU-ისთვის მისგან სარგებელი დიდი არაფერია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესოა. 

ქვემოთ შეგიძლია გაეცნოთ GeForce MX450 ჩიპის ოფიციალურ მახასიაებლებს. 

image.jpeg 

ახალი ჩიპის მახასიათებლებში ჩავარდნა შეავსო ჩინურმა რესურსმა Zhuanlan-მა. მისი მონაცემებით, GeForce MX450 ჩიპს, რომელიც Lenovo-ს ლეპტოპებში გამოიყენება, აქვს 896 CUDA ბირთვი 1395–1575 მჰც სიხშირით. გრაფიკულ ამაჩქარებელს ასევე აქვს 2 გბ GDDR6 სტანდარტის ვიდეომეხსიერება 1250 მჰც სიხშირით და 64-ბიტიანი სალტის მხარდაჭერა. 

არსებული ცნობებით, GeForce MX450 სამ ვარიანტადაა წარმოდგენილი. პირველი ვარიანტის ტიპური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 28.5 ვატს შეადგენს, მეორისა - 25 ვატი (მოდელი GDDR6 და GDDR5 მეხსიერებით) და მესამეს -  12 ვატი. ამ უკანასკნელის მეხსიერების სიხშირეა 720–930 მჰც. 

რესურსმა ასევე გამოაქვეყნა GeForce MX450 მობილური გრაფიკული პროცესორის ფოტო (მარცხნივ) GeForce MX350 ჩიპან (მარჯვნივ) ერთად. ფოტოზე შესამჩნევია სხვაობა კრისტალების ზომებში. 

image.jpeg 

ქვემოთ შეგიძიათ გაეცნოთ სინთეტიკურ ბენჩმარკებზე GeForce MX450 მოდელის წარმადობის ტესტირების შედეგებს და სხვა გრაფიკულ ჩიპებთან შედარებას, რომელა შორის წარმოდგენილია როგორც ინტეგრირებული, ისე დისკრეტული გრაფიკა. 

image.jpeg 

გეიმინგ ტესტებში ახალი მობილური გრაფიკული ჩიპის უპირატესობა GeForce MX350-ან შედარებით ზოგიერთ შემხვევაში 33.5 %-ს შეადგენს. ტესტირებები ჩატარდა ისეთ თამაშებში, როგორებიცაა Left 4 Dead 2, Witcher 3 და Watch Dogs 2. პირველ თამაშში წარმოდგენილი იყო გრაფიკის მაღალი პარამეტრები (მეორე მწკრივი), მეორე თამაშში -  საშუალო (მესამე მწკრივი), მესამეში კი - დაბალი (მეოხე მწკრივი). 

image.jpeg 

13 გბ/წმ-მდე მეხსიერების აჩქარებისას GeForce MX450 ჩიპმა Watch Dogs 2-ში დააფიქსირა 99 კადრი/წმ საშუალო მაჩვენებელი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.