Jump to content

AMD-მ გაახმაურა Zen 3 პროცესორებისა და გრაფიკა Big Navi-ს ანონსის თარიღი


Recommended Posts

კომპანია AMD-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი თაობის Ryzen პროცესორებისა და Radeon ვიდეო დაფების წარდგენა მიმდინარე შემოდგომაზე შედგება. პირველი ანონსის თარიღი, რომელზეც კომპანია გაგვაცნობს „სამომავლო მაღალი წარმადობის გეიმინგს“ - ჩანიშნულია 8 ოქტომბერს. ამ თარიღიდან 20 დღის შემდეგ კი AMD გვპირდება თავისი „საუკეთესო Radeon-ის“ წარდგენას.  

image.jpeg 

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ Twitter-ზე დაწერა: „შთამბეჭდავი მოვლენები მოხდება მიმდინარე შემოდგომაზე ჩვენი მომდევნო თაობის Ryzen-ითა და Radeon-თ. მაღალი წარმადობის თამაშების მომავალი 8 ოქტომბერს დაიწყება“. 

image.png 

8 ოქტომბერს AMD-მ დანიშნა Zen 3 მიკროარქიტექტურაზე აგებული AMD Ryzen 4000 (Vermeer) პროცესორების პრეზენტაცია.  

ეს არ იქნება AMD-ის ერთადერთი ანონსი ოქტომბერში. მეორე ღონისძიება დაგეგმილია 28 ოტომბრისთვის და იგი მიეძღვნება RDNA 2 არქიტექტურის მქონე ახალი თაობის Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების ანონსს, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც Big Navi. 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი ეხება მხოლოდ სამომავლო ანონსების ანონსს, ამიტომ სამომავლო პროცესორებისა და ვიდეო დაფების არანაირი ტექნიკური მახასიათებლების გახმაურების შესახებ AMD-ს არაფერი განუცხადებია. საზოგადოებისთვის მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი, მაგალიად, AMD-მ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მომდევნო აობის გრაფიკული ბარათები მიკუთვნებული იქნება Radeon RX 6000 სერიაზე - წორედ ეს სახელწოდება ფიგურირებს Twitter-ის ექაუნთზე. 

ამას გარდა, Zen 3 მიკროარქიტექტურის მქონე Ryzen პროცესორების თიზერიდან ჩანს, რომ მათში შენარჩუნებული იქნება მრავალჩიპლეტიანი სტრუქტურა, რომელიც აწყობილო იქნება ორი CCD- და I/O ჩიპლეტისგან. როგორც ჩანს, 8 ოქტომბერს კომპანია დაიწყებს პირდაპირ ფლაგმანური, მრავალბირთვიანი Ryzen 4000 (Vermeer) მოდელების წარდგენას. 

AMD-ის ოფიციალურ პრეს-რელიზში კომპანია გვპირდება: „ჩვენ ვაპირებთ წარმადობის მხრივ ლიდერები გავხდეთ გამოთვლებისა და გრაფიკის სფეროში და მოუთმენლად დაველოდებით, როდის შეუერთდება საზოგადოება ჩვენს ანონსებს ინტერნეტში“. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ასეც მოხდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.