Magdalena Posted September 9, 2020 Posted September 9, 2020 კომპანია Phison-მა დააანონსა პლატფორმა SSD-ებისთვის - SRE250 Series, რომელიც გათვლილია SSD-ების შექმნისთვის, რომლებიც გამოყენებული იქნება კორპორატიული დონის აღჭურვილობაში. მწარმოებლებისთვის მიწოდება უკვე დაიწყო. წარმოდგენილი პლატფორმა შეიცავს ორიგინალ პროგრამულ უზრუნველყოფას, კონტროლერს, მზა PCB-ს და დამკვეთის მიერ შერჩეული SSD-ის წარმოების სერვისს მეხსიერების გამოყენებით. არსობრივად, Phison გვთავაზობს მზა SSD-ებს, რომელთა შეცვლას მისი მომხმარებელი კომპანიები შეძლებენ თავისებურად. საკუთარი ბრენდის სტიკერის განთავსების პარალელურად, Phison-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ პროგრამულ უზრუნველყოფაში, აირჩიონ მეხსიერების ჩიპები, დააკონფიგურირონ SLC-ქეშირება და სხვა - ჯამში ყველაფერი, რაც აუცილებელია კომერციული SSD-ების შექმნისთვის. ახალ პლატფორმას საფუძვლად უდევს 3D QLC ფლეშ-მეხსიერების მიკროჩიპები და საფირმო კონტროლერი Phison S12DC. ტექნოლოგია QLC ითვალისწინებს ერთ “უჯრედში“ ოთხი ბიტი ინფორმაციის შენახვას, რის შედეგად ეს მეხსიერება ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია. SRE250 Series-ში წარმოდგენილია ოთხი მოდელი 1,92, 3,84, 7,68 და 15,36 ტბ მოცულობით. მოწყობილობები დამზადებულია 2.5-დუიმიან ფორმ-ფაქტორში, დაკავშირებისთვის კი გამოიყენება სტანდარტული ინტერფეისი SATA 3.0 სიჩქარით 6 გბ/წმ-მდე. კორპუსის სისქე 7 მმ-ს შეადგენს. ინფორმაციის წაკითხვის სიჩქარე აღწევს 530 მბ/წმ-ს, ჩაწერისა კი - 220-270 მბ/წმ-ს. IOPS მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 90 ათასს შემთხვევითი წაკითხვისას 4 კბ ბლოკზე და 10 ათასამდე - ჩაწერისას. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონია 0-70 გრადუსი ცელსიუსით. მოწყობილობა წარმოდგენილია ხუთწლიანი გარანიტიით. რესურსი შეადგენს 0.1 DWPD-ს (დისკის სრული მოცულობის გადაწერა დღეში), რაც ხუთი წლის განმავლობაში 180-ზე მეტი სრულფასოვანი გადაწერის საშუალებას იძლევა. აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი პლატფორმის საფუძველზე SSD-ების მწარმოებლებმა შესაძლოა გასცენ გაცილებით ნაკლები ვადის გარანტია, მაგალითად, ორწლიანი. ამ დროისთვის ხსენებული პლატფორმის ბაზაზე SSD წარადგინა კომპანია Team Group-მა. მისი 15.6-ტერაბაიტიანი დისკის ფასი 3990 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის საფუძველზე კომპანიები შეძლებენ წარადგინონ არა მხოლოდ კორპორატიული, არამედ სამომხმარებლო სანახი სივრცეები. https://bit.ly/3i84mln 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.