Jump to content

Logitech-მა გახსნა პროფესიონალი კიბერათლეტების მომზადების პროგრამა ყველა მსურველისთვის


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Logitech-ის გეიმინგ ქვეგანყოფილება Logitech G-მ აამოქმედა კიბერსპორტსმენების მომზადების პროგრამა  Playmaster.  პროგრამა შეიქმნა პროფესიონალურ კიბერსპორტულ ასოციაციებთან თანამშრომლობით და მას, კომპანიის მტკიცებით, „სამეცნიერო ფუნდამენტი გააჩნია“. პირველი თამაში, რომელიც Playmaster-ის სამიზნეში მოხვდა, გახლავთ უკვდავი Counter-Strike: Global Offensive. 

Logitech G-ის პროგრამა ნებისმიერ მსურველს სთავაზობს გაიაროს საბაზისო 30-წუთიანი ტესტი სპეციალურად მომზადებულ დაფებსა და დონეებზე, რათა შეფასდეს გეიმერის უნარები. ტესტირების ბოლოს Playmaster-ი მონაწილეს ვიზუალურად წარუდგენს შედეგს სხვა გეიმერებისა და პროფესიონალი კიბერსპორტსმენების მონაცემებთან შედარებით. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი შეადგენს გეიმერისთვის წვრთნის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც ამოქაჩავს მის სუსტ უნარებს და გააუმჯობესებს ძიერ მხარეს. ხელმისაწვდომ ფოტოებზე ვხედავთ, რომ Counter-Strike: Global Offensive-ის შემხვევაში სისტემა Playmaster გეიმერებს 8 პარამეტრის მიხედვით აფასებს, რომელთა შორისაა სროლა, რეაქციის სიჩქარე, გადაადგილება, ხელით სროლა და ა.შ. 

image.png 

Logitech G-ს განცხადებით, Playmaster-ის პერსონალურ წვრთნებს შეუძლია გააუმჯობესოს ნებისმიერი დონის გეიმერის უნარები და ეს უკვე დამტკიცებულია. ამჟამად პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, სამომავლოდ Playmaster-ს დაემატება სხვა თამაებიც. მოახდენს თუ არა Logitech თავისი პროგრამის მონეტიზებას, ამას დრო გვიჩვენებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.