Jump to content

AMD-ის ახალი ფლაგმანი – Big Navi შესაძლოა GeForce RTX 3080-ზე გაცილებით ნელი იყოს – დეტალები ტექნოპროცესისა და ნელი GDDR6 მეხსიერების შესახებ


Recommended Posts

ბოლო პერიოდში არსებობს შეგრძნება, რომ NVIDIA-მ აბოლოოდ სძლია AMD-ის წინააღმდეგობას. ბოლო დარტყმა იყო ახალი თაობის „მწვანე“ ვიდეო დაფების ანონსი, რომელთა წარმადობა ყველა რეკორდს ხსნის. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახალი GeForce RTX 3080 80%-ით აღემატება GeForce RTX 2080 Ti-ს. მათ შორის ფასის სხვაობა კი 500 აშშ დოლარიდან იწყება ახალი დაფის სასარგებლოდ. თუმცა, სანამ არ გამოჩნდება დამოუკიდებელი ტესტირებების შედეგები, ცალსახა დასკვნების გამოტანა ნაადრევია. 

image.png 

რაც შეეხება AMD-ის ჯერ კიდევ დაუანონსებელ ჩიპებს, ბოლო დროს მათ შესახებ სიახლეები ან არ ვრცელდება, ან რაც ვრცელდება, ისინიც უკიდურესად პესიმისტურია. როგორც ცნობილია, AMD-ის ფლაგმანი საკმაოდ საკამათოა. თუმცა, თავად განვსაჯოთ  RDNA 2 არქიტექტურა აგებულია TSMC-ის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, Ampere კი - Samsung-ის 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაკმაყოფილდა. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ პირველი მათგანის ეფექტურობა ბევრად მაღალი იქნება ვიდრე მეორესი. ამ მიმართულებით ეჭვგარეშე გამარჯვება AMD-ს ეკუთვნის. 

ინსაიდერების ინფორმაციით, ექსკლუზიური უფლება GDDR6X სწრაფ მეხსიერებაზე NVIDIA-ს ეკუთვნის. სავარაუდოდ, მწარმოებლები შეზღუდულნი არიან ორმხრივი ხელშეკრულებებით და არ გაყიდიან მოწინავე მეხსიერებას AMD-ზე. 

image.png 

როგორ გამოვა წითლების გუნდი ამ სიტუაციიდან, გაუგებარია. შესაძოა მათ ჰქონდეთ რაიმე კოზირი. მავარია მათ შეძლონ გაუგებრობიდან დროულად გამოსვლა, რადგანაც მოლოდინი იმდენად გახანგრძლივდა და გახდა დამღლელი, რომ იწვევს კომპანიის გულშემატკივრების იმედგაცრუებას. ამჯერად კი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა დასაშვები, რომ Big Navi გაცილებით სუსტი იქნება ახალ GeForce RTX 3080 დაფასთან შედარებით, რადგანაც ნელ მეხსიერებას შეუძია AMD-ის ინჟნრების მონდომება წყალში ჩაყაროს. 

Link to comment
Share on other sites

ვითომ მეხსიერების გამოო, ანუ მიკრონის ბოლო თაობის gddr6x vs ცოტა უკვე მოძველებული და საკმაოთ აბჟორა და ძვირი HBM2, რომელიც ყველგან ვერ ანვითარებს მაქსიმალურათ მაღალ ფპს და საკმაოთ ძვირიც ჯდება თან, თვითონ შასი და ჩიპი მგონი ამდ შემთხვევაში 7 ნანომეტრიან TSMC ტეხპროცესზეა, ნვიდიამ კი სამსუნგის 8 ნანომეტრიანი დაფა აირჩია თავისი კარტებისთვის, ანუ მანდ რამე დიდი უპირატესობა არცერთს არ ექნება მაგრამ მიკრონის VRAM აჯობებს ამდ რაც გამიუყენებს მაგას, დიდი ალბათობით ეგ უნდა იყოს HBM2

Link to comment
Share on other sites

80% ით თუ აჯობებს 2080 ti / 3070 - ს ხო არ ჯობია 200$ დამატება და 3080 აღება ფასი-წარმადობის ამბავში?

Link to comment
Share on other sites

30% ძლიერი უნდა იყოს წესით 3080 3070-ზე, მოგვიანებით გამოვა 3070 სუპერიც 16გბ VRAM და გაორმაგებული VRAM 3070-3080 მოდელებიც რა თქმა უნდა უფრო მაღალი ფასით, სულ ბოლოს აპირებენ აგრეთვე 3080Ti გამოშვებას 1000$ ფარგლებში ალბათ უფრო, ანუ ასტრონომიული ფასი მარტო 3090 ადევს და ბევრს რომ ეშინოდა 1200$+ 3080 ეგ არ გამართლდა, ხო ისე ჩაუდებს თუ არა ამდ 12-16გბ მეხსირებას მაგას ისეთი დიდი ნაგრუზკა არც ქონდეს შეიძლება თუ გამტარობით უფრო სუსტი იქნება დაჟე 8-10 VRAM ნვიდიას მოდელებზეც კი, იმედია 3070 მაინც აჯობებს ერთი 15-20% მაგათი ტოპ ვერსია თორე ძალიან გაუჭირდებათ მართლა კონკურირება, 3070სუპერსაც თუ ვერაფერი უქნეს მაშინ ჩაუსვრიათ ისევე ფაქტიურათ და ეგაა, რა თქმა უნდა ამდ მალავს ოფიციალურ ანონსამდე დეტალებს, მაგრამ კარგს მალავენ უფრო თუ ნეგატიურ მომენტებს ჩვენ ჯერ არ ვიცით სანამ არ გაკეთდება ოფიციალური ანონსი მაგ სერიაზეც, ანუ პერფრომანსის გარდა რა აქვთ ინოვაციური და საინტერესო მაგ სერიაზე მომზადებული, მაგრამ ბევრს მაინც პერფორმანსი აინტერესებს რა თქმა უნდა 3000 სერიასთან შეფარდებაში და ფასიც მნიშვნელოვანი იქნება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.