Jump to content

Micron-მა წარადგინა GDDR6X მეხსიერება 21 გბ/წმ სიჩქარით. იგი ახალ GeForce RTX დაფებში გამოიყენება


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Micron-მა წარადგინა მისი მტკიცებით ყველაზე სწრაფი GDDR6X მეხსიერება გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის. ეს მეხსიერება უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ-მდე სიჩქარეს. მისი დებიუტი შედგა NVIDIA-ს ახალ GeForce RTX 3080 და RTX 3090 ვიდეო დაფებში. 

image.jpeg 

Micron-ის GDDR6X მეხსიერებაში გამოყენებულია სიგნალების გადაცემის ინოვაციური ტექნოლოგია - ოთხდონიანი ამპლიტუდურ-იმპულსური მოდულაცია (PAM4), რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიჩქარეს, ვიდრე წინა თაობის მეხსიერება.  

image.jpeg 

GDDR6X-ის ერთი კონტაქტის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 21 გბ/წმ-ს იმ დროს, როდესაც GDDR6-ის მაჩვენებელი მხოლო 16 გბ/წმ-ია. შედეგად, მეხსიერების მთლიანი ქვესისტემის სიჩქარე (GDDR6) ადრე აღწევდა მხოლოდ 700 გბ/წმ-ს, ამჯერად კი ამ მაჩვენებელმა თეორიულად შეიძლება მიაღწიოს 1 ტბ/წმ-ს. 

image.jpeg 

კომპანია ამტკიცებს, რომ ახალი სტანდარტი ყველაზე სწრაფია ვიდეო დაფებისთვის, რაც სამართლიანი ნაწილობრივაა. GDDR6X ნამდვილად არის ყველაზე სწრაფი კლასიკური ტიპის მეხსიერებაში, თუმცა HBM2 უზრუნველყოფდა რეალურ 1 ტბ/წმ სიჩქარეს Radeon VII ვიდეო დაფაში კერ კიევ 2019 წელს. 

ასეა თუ ისე, ამით არ კნინდება ახალი GDDR6X მეხსიერების ღირსება. Micron-ის განცხადებით, მისი უზარმაზარი სიქარე მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს 3D-რენდერინგში, გეიმინგში, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში, სამეცნიერო, ინჟინრულ და საფინანსო გამოთვლებში. ყველა ამ შემთხვევაში ხდება უზარმაზარი მოცულობის მონაცემების დამუშავება და რაც მეტია მეხსიერების სიქარე, მით უფრო სწრაფად ხდება ამ მონაცემების დამუშავება. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგ და რაზრაბოტკები დაფის კიდე სამსუნგის ქონია 3000 სერიის კარტებზე, ძალზე სერიოზული ნახტომია რასაც ქვია, ძალიან მოუხდებაო მაინინგსაც ეგეთი გამტარობა იძახიან უკვე, თუმცა არ ამხელენ ჯერ რეალურ ჰეშრეიტებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.