Jump to content

Samsung Galaxy Z Fold 2-ის ოფიციალური წარდგენა - Snapdragon 865+, 120 გჰც დისპლეი, ხუთი კამერა და 4500 მა/სთ ბატარეა


Recommended Posts

გასული თვის დასაწყისში კომპანია Samsung-მა წარადგინა Galaxy Note 20 ფლაგმანური სერია და დააანონსა დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Fold 2. ამჯერად შედგა სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის ყველაზე ძვირაღირებული მობილური ტელეფონის პრემიერა. 

image.png 

სმარტფონს აქვს Foldable Dynamic AMOLED პანელი, რომელსაც ფარავს საფირმო მინა Samsung Ultra Thin Glass. მოწყობილობის უკანა მხარე დამზადებულია მინისგან, ჩარჩო - ალუმინისგან. Samsung Galaxy Z Fold 2-ის ზომა დაკეცილ მდგომარეობაში 159,2 х 128,2 х 6,9 მმ, გახსნისას - 159,2 х 68 х 16,8 მმ. დისპლეის ზომაა 7.6 დუიმი, გაფართოება - 1768 х 2208 პიქსელი. 

მატრიცას აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონის მხარდაჭეა, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი. დაკეცვისას მომხარებლის განკარგულებაშია უკანა მხარეს განავსებული  6.23-დუიმიანი დისპლეი. მისი გაფართოება შეადგენს 816 х 2260 პიქსელს, პროპორცია 25:9. გარე ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 60 ჰერცი. 

image.pngimage.png 

კომპანია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ გამოუვიდა პირველი თაობის სმარტფონთან დაკავირებული პრობლემების გამოსწორება. აღსანიშნავია, რომ ამაღლდა კონსტრუქციის საიმედოობის დონე, დისპლეის შუაში დაკეცვის ადგილი კი გაცილებით შეუმჩნეველი გახდა. 

Samsung Galaxy Z Fold 2 წარმოდგენილია ცალკრისტალიანი სისტემით Snapdragon 865+. მისი მთავარი მნიშვნელოვანი მახასიათებელია 3.1 გჰც სიხშირე. 7-ნანომეტრიან მობილურ პროცესორთან ერთად ხელმისაწვდომია 12 გბ ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერების მოცულობაა 256 გბ. ფლაგმანში გამოყენებულია მეხსიერების უახლესი მოდულები - LPDDR5 და UFS 3.1. კვებაზე პასუხისმგებელია 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც აქვს 25-ვატიანი სადენიანი და 11-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. 

image.pngimage.png 

ბიომეტრიული სენსორი გვერდით ნაწილზეა განთავსებული. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერის მოდულები - უზრუნველყოფილია 4K Ultra HD ფორმატის ვიდეოგადაღება 60 კადრი/წმ სიჩქარით. სამივე ძირითადი კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს, ფრონტალური კამერის ორი მოდულის გაფართოება კი გახლავთ 10 მეგაპიქსელი, მოცემულია 26-მილიმეტრიანი f/2,2 ობიექტივი. 

Samsung Galaxy Z Fold 2 მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 10-ზე, რომელსაც ემატება One UI 2.5 პროგრამა. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია: Wi-Fi 6, Bluetooth 5.0, USB Type-C და NFC. სადენიანი ყურსასმენის კონექტორი გათვალისწინებული არ არის. ასევე აღსანიშნავია AKG-ის სტერეოდინამიკები, GPS მოდული, apt-X HD კოდეკის მხარდაჭერა და Samsung DeX რეჟიმი. 

image.pngimage.png 

Samsung Galaxy Z Fold 2-ის გაყიდვა 10 სექტემბრიდან დაიწყება. მისი ფასი ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება: 

დიდი ბრიტანეთი -  2415 აშშ დოლარი; სამხრეთ კორეა -  2025 აშშ დოლარი; კანადა - 2130 აშშ დოლარი, ესპანეთი - 2400 აშშ დოლარი, აშშ - 2000 აშშ დოლარი, გერმანია - 2340 აშშ დოლარი. 

image.png 

დასკვის სახით დავამატებთ, რომ კომპანიამ წარადგინა სპეციალური გამოშვება Galaxy Z Fold 2 Thom Browne Edition. კომპლექტშ შედის Galaxy Buds Live ყურსასმენი, სტილიზებული ქეისი და სმარტ-საათი Galaxy Watch 3. ამ მოდელის ფასი 3300 აშშ დოლარია და მისი მხოლოდ 5 ათასი ეგზემპლარი გამოვა გაყიდვაში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.