Jump to content

კომპანია Furrion Exo-Bionics ქმნის სპორტის ახალ სახეობას - რბოლა ეგზოჩონჩხებით


Recommended Posts

image.jpeg

ეგზოჩონჩხების უმეტესობა - ეს გახლავთ ისეთი მანქანები, რომლებიც ბევრად აფართოებენ დამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს. კომპანია Furrion Exo-Bionics-ის მიერ შექმნილი მოდელი წარმოადგენს 4 ტონაზე მეტი სიმძიმის ოთხფეხა მანქანას, რომელსაც შეუძლია აწიოს ავტომობილი, აცოცდეს ლოდებზე და ირბინოს თოვლზე. თუმცა, მისი შემქმნელების საბოლოო მიზანი სხვა რამეა: მათ სურთ საფუძველი დაუდონ სპორტის ახალ სახეობას - რბოლა ილოტირებადი ეგზოჩონჩხებით. 

ვიდეო: https://bit.ly/3jsu5Fq 

უნიკალური ეგზოჩონჩხის შექმნისთვის მის ავტორებს ათ წელზე მეტი დასჭირდათ და ამჯერად მისი საჯარო დებიუტის დრო მოვიდა. სპორტული ეგზოჩონჩხის პირველი პროფესიონალი „პილოტი“ გახდა კესი ჰავრიში - კანადის ჩემპიონი სკელეტონში. იმისთვის, რომ უჩვეულო ოთხფეხა მანქანის მართვა აეთვისებინა, მას მხოლოდ სამი დღე დასჭირდა. 

image.jpeg 

მისი თქმით, „ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მელი გუნდისთვის. უსიამოვნებებსაც ვერ ავცდით - ორჯერ გადმოვვარდი ეგზოჩონჩხის სალონიდან, რაც იყო იმავდროულად სახიფათოც და სახალისოც, როგორც ყოველთვის - როდესაც სიმაღლიდან ეცემი“. 

დარეგისტრირებულ მონაწილეებს Furrion Exo-Bionics საშუალებას აძლეს გახდნენ სამომვლო სარბოლო ეგზოჩონჩხის ალფა-პილოტები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.