Jump to content

Sabrent-მა წარადგინა M.2 ფორმატის ყველაზე სწრაფი SSD


Magdalena

Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა წარადგინა თავისი პირველი M.2 NVMe SSD 980 Pro - PCI-Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერით. მოწყობილობის მახასიათებლები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა პირველი არ ნიშნავს საუკეთესოს. კომპანია Sabrent-მა გადაწყვიტა ეს გამოთქმა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა და დააანონსა თავისი „საიდუმლო იარაღი“ – NVMe SSD-ების სერია Rocket 4 Plus, რომელიც მახასიათებლებით სამხრეთკორეულ კოკურენტს აღემატება. 

image.jpeg 

Sabrent-მა განაახლა თავისი პოპულარული სერია SSD Rocket NVMe 4.0 მოდელებით - Rocket 4 Plus, რომლებიც გვთავაზობს უფრო მეტ სიჩქარეს. სერია წარმოდგენილია 500 გბ, 1 ტბ, 2 ტბ მეხსიერების მქონე მოდელებით. 

image.jpeg 

ახალი Sabrent Rocket 4 Plus M.2 SSD-ების თანამდევი წაკიხვის სიჩქარე Samsung-ის მსგავს მაჩვენებელს - 7000 მბ/წმ-ს აწევს, თუმცა ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარი მაჩვენებელმა შესაძოა მიაღწიოს 6850 მბ/წმ-ს (Samsung-ის შემთხვევაში ეს არის 5000 მბ/წმ), შედეგად Sabrent-ის ქმნილება მსოფლიოში M.2 ფორმატის ყველაზე სწრაფი SSD გახლავთ. 

image.jpeg 

Sabrent-ის SSD-ები აგებულია TLC NAND მეხსიერების ჩიპების გამოყენებით და საფუძვლად უდევს მეხსიერების ახალი კონტროლერი Phison E18. SSD წარმოდგენილია გაგრილების მასიური ალუმინის რადიატორითა და სამი სითბური მილით. 

image.jpeg 

image.jpeg 

სამწუხაროდ, ახალი Sabrent Rocket 4 Plus SSD-ების ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არ არის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.