Magdalena Posted September 3, 2020 Posted September 3, 2020 რამდენიმე დღის წინ სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა წარადგინა თავისი პირველი M.2 NVMe SSD 980 Pro - PCI-Express 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერით. მოწყობილობის მახასიათებლები მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა პირველი არ ნიშნავს საუკეთესოს. კომპანია Sabrent-მა გადაწყვიტა ეს გამოთქმა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა და დააანონსა თავისი „საიდუმლო იარაღი“ – NVMe SSD-ების სერია Rocket 4 Plus, რომელიც მახასიათებლებით სამხრეთკორეულ კონკურენტს აღემატება. Sabrent-მა განაახლა თავისი პოპულარული სერია SSD Rocket NVMe 4.0 მოდელებით - Rocket 4 Plus, რომლებიც გვთავაზობს უფრო მეტ სიჩქარეს. სერია წარმოდგენილია 500 გბ, 1 ტბ, 2 ტბ მეხსიერების მქონე მოდელებით. ახალი Sabrent Rocket 4 Plus M.2 SSD-ების თანამდევი წაკითხვის სიჩქარე Samsung-ის მსგავს მაჩვენებელს - 7000 მბ/წმ-ს აღწევს, თუმცა ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარის მაჩვენებელმა შესაძლოა მიაღწიოს 6850 მბ/წმ-ს (Samsung-ის შემთხვევაში ეს არის 5000 მბ/წმ), შედეგად Sabrent-ის ქმნილება მსოფლიოში M.2 ფორმატის ყველაზე სწრაფი SSD გახლავთ. Sabrent-ის SSD-ები აგებულია TLC NAND მეხსიერების ჩიპების გამოყენებით და საფუძვლად უდევს მეხსიერების ახალი კონტროლერი Phison E18. SSD წარმოდგენილია გაგრილების მასიური ალუმინის რადიატორითა და სამი სითბური მილით. სამწუხაროდ, ახალი Sabrent Rocket 4 Plus SSD-ების ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/3bj0jjF Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.