Magdalena Posted September 1, 2020 Share Posted September 1, 2020 კომპანია Tesla-მ დაიწყო თავისი ელექტრომობილების ავტოპილოტირების სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის გავრცელება. განახლება 2020.36 უზრუნველყოფს მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს. კერძოდ, რეალიზებულია სიჩქარის შეზღუდვის კონტროლის ახალი რეჟიმი. ამ დრომდე Tesla-ს ელექტრომობილები მძღოლებს ინფორმაციას აწვდიდნენ დაშვებული სიჩქარის შესახებ, რისთვისაც ეყრდნობოდნენ სანავიგაციო სისტემისა და ხელმისაწვდომი საგზაო რუკის მონაცემებს. ახალი სისტემა იყენებს ავტომობილის ბორტის კამერებს, რათა წაიკითხოს საგზაო ნიშნებზე მითითებული ინფორმაცია სიჩქარის შესახებ. შედეგად მძღოლს ხელთ ექნება უფრო მეტად აქტუალური ინფორმაცია. გარდა ამისა, დაემატა Green Traffic Light Chime ფუნქცია. იგი ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეუქნიშანთან გაჩერებულ მძღოლს ატყობინებს, რომ მწვანე შუქი აინთო. პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება Tesla-ს ელექტრომობილის ყველა მფლობელისთვის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tesla-მ განახორციელა 80 050 ერთეული Model 3-ისა და Model Y ქროსოვერის მიწოდება, აგრეთვე მიწოდებულ იქნა 10 600 ეგზამპლარი გაცილებით ძვირადღირებული Model S და Model X. ამგვარმა შედეგებმა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ კომპანია შეძლებდა კვარტალში მხოლოდ 71 ათასი ელექტრომობილის წარმოებას. https://bit.ly/2YOjtsy Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.