Magdalena Posted August 31, 2020 Share Posted August 31, 2020 Xiaomi-ს ტელევიზორები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, კომპანიამ შეძლო რეკორდის დამყარება გიგანტური პანელების, Redmi Smart TV Max 98-ის გაყიდვებით. ხსენებულ ტელევიზორს აქვს 98-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი. ამჟამად კი, ცნობილი გახდა, რომ Xiaomi აპირებს დაიპყროს 8K ფორმატის ტელევიზორების სეგმენტი. აღსანიშნავია, რომ Xiaomi ემზადება გამოუშვას პანელები კოდური დასახელებით - L82M6-8K და L82M6-4K. პირველ მათგანს ექნება 8К (7680 × 4320 პიქსელი) გაფართოების ეკრანი, მეორეს - 4K (3840 × 2160 პიქსელი). ორივე პანელის ზომა 82 დუიმს შედგენს დიაგონალზე. დამკვირვებლები თვლიან, რომ Xiaomi გეგმავს 8K სტანდარტის TV-პანელების სეგმენტის დაპყრობას ხელისაწვდომი მოდელების გამოშვებით, რომელთათვის შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის კონტენტი ულტრამაღალი სიმკვეთრით. არ არის გამორიცხული, რომ Xiaomi-ს ახალ ტელევიზორებს ექნებათ ინტეგრირებული მოდემი მეხუთე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის წარადგენს Xiaomi პირველ 8K-ტელევიზორს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარადგინა სხვა საინტერესო TV-სიახლე - გამჭვირვალე პანელი Mi TV Lux OLED Transparent Edition - ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ტელევიზორი გამჭვირვალე ეკრანით. ტელევიზორი წარმოდგენილია 55-დუიმიანი OLED დისპლეით, რომლის სისქე 5.7 მილიმეტრია. გამორთულ მდგომარეობაში იგი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩართვისას ხდება 4K (3840 × 2160 პიქსელი) ფორმატის გამოსახულების ფორმირება 120 ჰერცი განახლების სიხშირით. უზრუნველყოფილია 98.5%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. Mi TV Lux OLED Transparent Edition-ის მთავარი საიდუმლო განსაკუთრებული მატრიცაა. კომპანია Xiaomi-მ OLED-ტექნოლოგია გამოიყენა იმიტომ, რომ ორგანული შუქდიოდები დამოუკიდებლად ასხივებენ სინათლეს და არ სჭირდებათ განათება. ამასთან, მატრიცას უნიკალური დიზაინი აქვს: RGBW პიქსელებისა და გამჭვირვალე პიქსელების შეფარდება 50:50-ზეა - ამის წყალობით მიიღწევა გამჭვირვალობის ეფექტი. მცირე ზომის ელემენტების გამო მუშა პიქსელები გამორთულ მდგომარეობაში შეუმჩნეველი რჩება, გამჭვირვალე პიქსელები კი ხელს არ უშლის გამოსახულების გამოსახვას. გამჭვირვალობის ეფექტის მისაღწევად საჭირო გახდა ყველა იმ კომპონენტის ბაზაზე გადატანა, რომლებიც, როგორც წესი, ეკრანს მიღმა თავსდება ხოლმე. შედეგად კომპანიას მოუწია სპეციალური გაგრილების სისტემის შემუშავება, თავად კორპუსი კი პერფორირებულია გაგრილების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო დისპლეის დაცვას. მის ზემოთ განთავსებულია თხელი მინა, გარშემო კი მიმაგრებულია ლითონის ჩარჩო. პანელი Mi TV Lux OLED Transparent Edition ამჟამად მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, მისი ფასი 7200 აშშ დოლარია. https://bit.ly/3bcbIBG https://bit.ly/3b9Chrd Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.