Jump to content

Xiaomi ემზადება 8K ფორმატის პანელების გამოშვებისთვის


Recommended Posts

Xiaomi-ს ტელევიზორები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, კომპანიამ შეძლო რეკორდის დამყარება გიგანტური პანელების, Redmi Smart TV Max 98-ის გაყიდვებით. ხსენებულ ტელევიზორს აქვს 98-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი. ამჟამად კი, ცნობილი გახდა, რომ Xiaomi აპირებს დაიპყროს 8K ფორმატის ტელევიზორების სეგმენტი. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ Xiaomi ემზადება გამოუშვას პანელები კოდური დასახელებით - L82M6-8K და L82M6-4K. პირველ მათგანს ექნება 8К (7680 × 4320 პიქსელი) გაფართოების ეკრანი, მეორეს - 4K (3840 × 2160 პიქსელი). ორივე პანელის ზომა 82 დუიმს შედგენს დიაგონალზე. 

დამკვირვებლები თვლიან, რომ Xiaomi გეგმავს 8K სტანდარტის TV-პანელების სეგმენტის დაპყრობას ხელისაწვდომი მოდელების გამოშვებით, რომელთათვის შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის კონტენტი ულტრამაღალი სიმკვეთრით. 

რ არის გამორიცხული, რომ Xiaomi-ს ახალ ტელევიზორებს ექნებათ ინტეგრირებული მოდემი მეხუთე თაობის მობილურ ქსელში მუშაობისთვის.  

image.jpeg 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის წარადგენს Xiaomi პირველ 8K-ტელევიზორს. 

ცოტა ხნის წინ კომპანიამ წარადგინა სხვა საინტერესო TV-სიახლე - გამჭვირვალე პანელი Mi TV Lux OLED Transparent Edition - ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ტელევიზორი გამჭვირვალე ეკრანით.  

ტელევიზორი წარმოდგენილია 55-დუიმიანი OLED დისპლეით, რომლის სისქე 5.7 მილიმეტრია. გამორთულ მდგომარეობაშ იგი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ჩართვისას ხდება 4K (3840×2160 პიქსელი) ფორმატის გამოსახულების ფორმირება 120 ჰერცი განახლების სიხშირით. უზრუნველყოფილია 98.5%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

Mi TV Lux OLED Transparent Edition-ის მთავარი საიდუმლო განსაკუთრებული მატრიცაა. კომპანია Xiaomi- OLED-ტექნოლოგია გამოიყენა იმიტომ, რომ ორგანული შუქდიოდები დამოუკიდებლად ასხივებენ სინათლეს და არ სჭირდებათ განათება. ამასთან, მატრიცას უნიკალური დიზაინი აქვს: RGBW პიქსელებისა და გამჭვირვალე პიქსელების შეფარდება 50:50-ზეა - ამის წყალობით მიიღწევა გამჭვირვალობის ეფექტი. მცირე ზომის ელემენტების გამო მუშა პიქსელები გამორთულ მდგომარეობაში შეუმჩნეველი რება, გამჭვირვალე პიქსელები კი ხელს არ უშლის გამოსახულების გამოსახვას. 

image.jpeg 

გამჭვირვალობის ეფექტის მისაღწევად საჭირო გახდა ყველა იმ კომპონენტის ბაზაზე გადატანა, რომლებიც, როგორც წესი, ეკრანს მიღმა თავსდება ხოლმე. შედეგად კომპანიას მოუწია სპეციალური გაგრილების სისტემის შემუშავება, თავად კორპუსი კი პერფორირებულია გაგრილების ეფექტურობის ამაღლების მიზნით. 

და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო დისპლეის დაცვას. მის ზემოთ განავსებულია თხელი მინა, გარშემო კი მიმაგრებულია ლითონის ჩარჩო. 

პანელი Mi TV Lux OLED Transparent Edition ამჟამად მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი, მისი ფასი 7200 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.