Jump to content

TSMC და Graphcore შექმნიან ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ბაზაზე


Recommended Posts

ნახევრადგამტარ ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მიუხედავად ტექნოლოგიები განვითარებას აგრძელებს. 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური ნორმა უკვე დიდი ხანია ხელმისაწვდომია, ხდება უფრო თხელი, მაგალიად 5-ნანომეტრიანი ნორმების ათვისებაც. წამყვანი საკონტრაქტო მწარმოებელი, TSMC კი მომდევნო მწვერვალს - 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესს იპყრობს. ამ ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი პროდუქტი იქნება Graphcore-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ახალი თაობის ოთხი IPU-ით. 

ბრიტანული კომპანია Graphcore უკვე არაერი წელია ქმნის სპეციფიკურ ამაჩქარებლებს. გასულ წელს მან წარადგინა პროცესორი IPU (Intelligence Processing Unit), რომელიც იმით არის  საინტერესო, რომ შედგება არა ბირთვებისგან, არამედ ე.წ. Tile-ებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს გამომთვლელ ბირთვსა და გარკვეული რაოდენობის ინტეგრირებულ მეხისერებას. ჯამში 1216 ამგვარი Tile იძლევა 300 მბ სუპერსწრაფ მეხსიერებას 45 ტბ/წმ-მდე სიჩქარით, IPU პროცესორები კი ერთმანეთთან კავშირშია IPU-Link-ით 320 გბ/წმ-მდე სიჩქარით. 

image.png 

Graphcore-ის ხელოვნური ინტელექტის სერვერი ოთხი IPU-ით 

კომპანიამ საკუთარი ქმნილება წარმოადგინა პროგრამული უზრუნველყოფით, რომელშიც გათვალისწინებულია ინტეგრაცია TensorFlow-სა და Open Neural Network Exchange-თან. Graphcore-ის ნამუშევრით დაინტერესდა Microsoft, რომელმაც IPU გამოიყენა Azure-სერვისებში - ერთობლივმა ტესტირებამ მეტად დადებითი შედეგები აჩვენა. მომდევნო თაობის IPU, Colossus MK2, რომელიც მიმდინარე ზაფხულში გამოვიდა, აღმოჩნდა NVIDIA A100-ზე რთული და გააჩნია 900 მბ სუპერსწრაფი მეხსიერება. 

image.jpeg 

მანქანური სწავლება, რომელსაც საფუძვლად უდევს ნეირონული ქსელების ტესტირება და გამოყენება, მოითხოვს პარალელიზმის მეტად მაღალი დონის მქონე პროცესორებს, რაც ავისთავად ტრანზისტორების უზარმაზარ რაოდენობას ნიშნავს: Colossus MK2-ის შემთხვევაში მათი რიცხვი 59.4 მილიარდია. ამიტომ, ახალი, უფრო ხელი და ეკონომიური ტექნოპროცესების ათვისება ამ ტიპის მიკროჩიპებისთვის გადამწყვეტი ამოცანაა  

image.png 

Graphcore Colossus MK2-ის არქიტექტურა 

ამჟამად TSMC ემზადება ახალი „სარისკო“ 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებისთვის, თანაც ტექნოლოგიის დანერგვის სიქარე ისეთია, რომ ხსენებული ტექნოპროცესით შექმნილი პროდუქტები 2021 წელს უნდა გამოვიდეს, მასობრივი წარმოება კი დაიწყება 2022 წლის მეორე ნახევარში. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი 3-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე იქნება Graphcore-ის IPU-ს ახალი ვარიანტი, ამჟამად ცნობილი, როგორც N3. როგორც ჩანს, 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებას ბრიტანული კომპანია არ აპირებს. 

image.png 

კომპანიის გეგმებში აშკარადაა მითითებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენება. 

ამჟამად Colossus MK2 ჩიპები იწარმოება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (TSMC N7). ისინი მოიცავენ 1472 Tile-ს და შეუძლიათ ერთდროულად 8832 ნაკადის დამუშავება. ტრენინგის რეჟიმში ნეიროქსელები FP16 გამოთვლის გამოყენებით უზრუნველყოფენ 250 Tflops-ს, თუმცა არსებობს უფრო მოსახერხებელი გადაწყვეტილება 1 Pflops სიმძლავრით - ეს გახლავთ Graphcore-ის სპეციალური 1U-სერვერი, რომელშიც ოთხი IPU წარმოდგენილია 450 გბ მეხსიერებით. ხელმისაწვდომია ასევე PCI Express გაფართოების დაფები IPU ჩიპებით. 

Graphcore-ის საქმე კარგად მიდის, მისი ტექნოლოგიები მოთხოვნადი აღმოჩნდა ისეთ ინვესტორებს შორის, როგორებიცაა Microsoft, BMW, DeepMind და სხვა ისეთი კომპანიები, რომლებიც მანქანური სწავლების კომპლექსებს ნერგავენ. 3-ნანომეტრიანი ჩიპის შემუშავება კიდევ უფრო გაამყარებს ამ მწარმოებლის პოზიციებს. უფრო თხელი ტექნოპროცესები მნიშვნელოვანდ გაზრის წარმოების ფასს, თუმცა Graphcore-ს ფინანსური რეზერვები გააჩნია. ამასთან, გამორიცხული არ არის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ვარიანტებიც, რომელშიც წარმოების ნაწილს დაიკავებს TSMC. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.