Jump to content

CD Projekt RED-მა დააანონსა ახალი „The Witcher“


Recommended Posts

image.jpeg

სტუდია CD Projekt RED-მა დააანონსა The Witcher-ის ახალი სერია. The Witcher: Monster Slayer -  ეს გახლავთ შერეული რეალობის ფორმატის თამაში ოპერაციულ სისტემა iOS და Android-ზე მომუშავე მობილური მოწყობილობებისთვის. ხსენებული თამაშ გეიმერებს ფანტასტიკურ მონსტრებზე ნადირობის შესაძლებლობას მისცემს. თამაშ მოგვაგონებს Pokemon Go-ს მსგავს პროექტებს, თუმცა Monster Slayer საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება და უჩვეულო და სახალისო ცხოველების ნაცვლად გეიმერებს ბოროტი და საშიში მონსტრები ელოდებიან. 

Monster Slayer-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბრძოლო მოქმედებებს. გეიმერბი გამოიკვლევენ მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს, შეისწავლიან და შეებრძოლებიან სხვადასხვა მონსტრს - როგორც ახლებს, ისევე „The Witcher“-სერიებიდან უკვე ცნობილებს. 

მონსტრებზე გამარჯვების მოსაპოვებლად საჭიროა მახასიათებლების შესწავლა, დე-ღამის შესაბამისი პერიოდის გამოყენება და ამინდის პირობების გათვალისწინება. წინასწარი მომზადება გადამწყვეტია მონსტრებზე გასამარჯვებლად, საჭირო იქნება მასალების დამზადება მცენარეებისა და ზეთებისგან, ნაღმებისა და მონსტრების სატყუარების შექმნა, აგრეთვე საჭიროა პერსონაჟის შესაძლებლობების გაუმჯობესება მანამ, სანამ ახალი მონსტრის გამოწვევის წინაშე დადგებით. 

თამაშის ავტორებმა არც გრძნეულის ნიშნები დაივიწყეს - საბრძოლო მაგია ხელმისაწვდომი იქნება შერეულ რეალობაში. მონსტრებთან ბრძოლი პარალელურად თამაშში წარმოდგენილია სხვა სერიებით შთაგონებული სიუჟეტური დავალებებიც. 

თამაშის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია. სტუდიამ გამოაქვეყნა The Witcher: Monster Slayer-ის თრეილერი და გეიმერებს მოუწოდებს გამოიწერონ სიახლე, რათა პროექტის შესახებ საქმის კურსში იყვნენ. 

ვიდეო: The Witcher: Monster Slayer — Announcement Trailer à https://bit.ly/3lltdo3 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.