Jump to content

NVIDIA Ampere 3000-სერიის ვიდეო დაფების ფასები და გაყიდვის თარიღი ინსაიდერებისგან: 720 აშშ დოლარი და ზემოთ


Recommended Posts

NVIDIA-ს მომდევნო აობის ვიდეო დაფების წარდგენა სექტემბერში მოხდება, რასაც სავარაუდოდ კომპანიის ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი პირადად განახორციელებს. ბოლო პერიოდში უამრავი ცნობა გავრცელდა ახალი გრაფიკული ჩიპების სავარაუდო ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. ამჟამად წარმოგიდგენთ უშუალოდ ფასებს, რომლებიც ჩინელმა ინსაიდერებმა გააზიარეს. 

image.png 

დავიწყოთ ყველაზე მაღალი წარმადობის GeForce RTX 3090 დაფით. მოსალოდნელია, რომ მისი ფასი იქნება 13999 იუანი, რაც დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარია. ეს ფასი გაცილებით მაღალია ამ დრომდე ცნობილ ღირებულებაზე. შეგახსენებთ, წინა ცნობები ფლაგმანური მოდელის ფასად 1399 აშშ დოლარ სახელდებოდა. ინსაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დაფას ექნება 24 გბ სწრაფი GDDR6X მეხსიერება. 

მომდევნო მოდელია RTX 3080. ინსაიდერის ინფორმაციით მისი ფასი 7999 იუანიდან იწყება, რაც დაახლოებით 1150 აშშ დოლარია. თუკი ეს ინფორმაცია რეალური აღმოჩნდება, ეს დაფა, ისევე როგორც მისი უფროსი მოდელი, პოტენციური მყიდველების 99 %-ისთვის მიუწვდომელი იქნება. 

მომდევნოა RTX 3070, რომლის ფასი 720 აშშ დოლარია. სხვა მონაცემები ფასების შესახებ ამჟამად არ ხმაურდება. როგორც წესი, ინსაიდერები ინფორმაციას აზიარებენ გადამოწმებული წყაროებიდან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ფასი მიეკუთვნება Founders Edition ვარიანტს. 

GeForce RTX 3090 

13 999 იუანი 

2 000 აშშ დოლარი 

GeForce RTX 3080 

7 999 იუანი 

1 150 აშშ დოლარი 

GeForce RTX 3070 

4 999 იუანი 

720     აშშ დოლარი 

დამატებით, ინსაიდერმა დააკორექტირა ვიდეო დაფების გაყიდვის დაწყების თარიღი. მისი ინფორმაციით, მინიმუმ ორი ფლაგმანის გაყიდვა დაიწყება 12 სექტემბერს, რაც ნაკლებად სარწმუნოა, რადგანაც მცირე დროა დარჩენილი. ნებისმიერ შემხვევაში, ყველაფერი სულ მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი. 

Link to comment
Share on other sites

  • Replies 70
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

lasha1616

ოო ეს ნამდვილად ყველაზე დიდი ნახტომი იყო რაც კი Nvidia-ს გამოუშვია თაობიდან თაობაში წარმადობის მხრივ, შესაბამისად ამხელა წარმადობაში ვერ იტყვი რომ ძვირია. მე რატომღაც კიდევ უფრო ძვირ ფასებს მოველ

Gobro

ეს თუ სიმართლეა და ამხელა ფასები დაადეს მართლა ამ კარტებს ვინ იყიდის? 2000 სერია მართლა სიძვირის გამო არ გაიყიდა იმდენი რამდენიც უნდა გაყიდულიყო და ვერ ვხვდები ამაზე ნვიდია არ ფიქრობს? ბოდიშით და მაგა

nseries430

ფაქტიურად ნახე რა გამოდის 350 დოლარად გვთავაზობდნენ gtx 1070-ს ხო მერე 500 დოლარად შემოგვთავაზეს rtx 2070 და პერფორმანსი რამდენით მეტი აქვს 40 პროცენტი მაქს ალბათ ეხლა კიდე 720 დოლარად გვთავაზობენ 307

Posted Images

400 დოლარზე მეტს კარტაში ნამდვილად არ გადავიხდი ამათმა ასეთი ფასები თუ დაადეს მაგრად ჩაიჯვავენ გაყიდვებში ჯერ 2000 სერიაზე ხომ ჩაიჯვეს ისეთი გაყიდვები არ ქონდა როგორც 1000 სერიას რადგან ფასი მაგრად მოუმატეს და ეხლა თუ ეს ფასები დაადეს მერე რაღა მოუვათ

Link to comment
Share on other sites

ეს თუ სიმართლეა და ამხელა ფასები დაადეს მართლა ამ კარტებს ვინ იყიდის? 2000 სერია მართლა სიძვირის გამო არ გაიყიდა იმდენი რამდენიც უნდა გაყიდულიყო და ვერ ვხვდები ამაზე ნვიდია არ ფიქრობს? ბოდიშით და მაგარი ბაბოზარი კომპანიაა ინტელივით. სანამ დასტოინი კონკურენტი არ გამოჩნდება მანამდე ასეთი გაბერილი ფასები იქნება 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ფაქტიურად ნახე რა გამოდის 350 დოლარად გვთავაზობდნენ gtx 1070-ს ხო მერე 500 დოლარად შემოგვთავაზეს rtx 2070 და პერფორმანსი რამდენით მეტი აქვს 40 პროცენტი მაქს ალბათ ეხლა კიდე 720 დოლარად გვთავაზობენ 3070-ს :D:D:D

ანუ ყოველ ახალ სერიაში მეტ ფას გვთავაზობენ რახან პერფორმანსი გაზარდეს :D rtx 2070 super-ის დონე იქნება ალბათ 3060 და რახან იგივე პერფორმანსი აქვს მოგვცემენ ალბათ 500 დოლარად  👌👌👌

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მე 3080-ის ყიდვამქონდა გეგმაში, მაგრამ მგონი რომ 3070-საც ვერ ვიყიდი ასეთი ძვირი თუ იქნა :D

Link to comment
Share on other sites

ხო არა თან ლარი რომ აგარ ლარობს საერთოდ 

ნუ არ ვიცი ამდეს დაველოდები მაშინ ვნახოთ 400 დოლარად 6000 სერიის რა პერფორმანსის კარტას შემომთავაზებს

Link to comment
Share on other sites

Guys, მაინც არ უნდა იყიდოთ ჯერ სანამ არ გამოვა დიდი ნავი (no pun intended :D )

რეალური ჭორებია იმაზე რომ ჩემ კარტაზე x2 ძლიერი იქნება და 700$ დაადებენ

მეც უფრო ენვიდიასკენ მიმიწევს ახლა გული (მაგრამ არა საფულე) , მაგრამ უნდა დაველოდო ამდ-ს ყველა შემთხვევაში

დარწმუნებული ვარ ამდ-ს არ ექნება პასუხი 3090-ზე, მაგრამ who cares, თუ კაი ფასად შემოგვთავაზეს 2080Ti-ზე უფრო კარგი ბარათი

 

Link to comment
Share on other sites

ვინ და მაინერები და თან ათასობით ეგეთივე ძლიერი თუ იქნა მაინინგში როგორიც ფასი ადევს, გეიმერები უფრო ცოტა რაოდენობით აიღებენ ეგეთ ზვერსკი კარტებს ეგეთივე ზვერსკი ფასებით + ენტუზიასტები რა თქმა უნდა 1000$ პროცესორებს ვინც თრეულობს ხოლმე + ოფიციალურათ ჯერ არ დაუდასტურებიათ არაფერი, შეიძლება იაფიანი მოდელებიც გამოვიდეს მოგვიანებით, ნუ თუნდაც 2070 სუპერზე ოდნავ ძლიერი 500$ მაინც, ეგ ვისაც 2K 144 გერციანზე უნდოდა აეღო რამე მაქსიმალურათ იაფათ + დარჩა ძველი კარტებიც, თუ რამეა ბევრი მაგეებზე დარჩება სანამ ეგეთი მაღალი ფასები ედება ახალ სერიაზე, რამე იაფიანი ყველა ვარიანტში გამოვა ალბათ 1080P-აც, შანსი არაა

Link to comment
Share on other sites

 

 

როგორც ვვარაუდობდი რომ PCIE 4.0 უკვე საჭირო იქნება, ესეც იგივე აზრზე არის

ალბათ უფრო 3090/3080-ისთვის იქნება საჭირო და რდნა2 ტოპ კარტებისთვის

ვნახოთ რა სისტემაზე გატესტავს ენვიდია :D

Link to comment
Share on other sites

მე რატომღაც მგონია რომ დაჟე 3090 არ დაალიმიტებს, ერთ კარტაზე ეგ, ნუ იგივე 10900K რომ დააყენო 5GHZ განსაკუთრებით 2K, თუმცა 1080P ძალიან მაღალ ფპს დადებს, ნუ დაიდება მიმოხილვები მოგვიანებით და შეიძლება ცალკეც დაიტესტოს PCI-E 3,0 VS 4.0 მაგრამ იმენა რიზენებზე შეიძლება რამე მატება ქონდეს კიდეც 4-ზე VS 3 თუ შეადარებ ბიოსიდან, აქ მართლა რა სული ძვრება რიზენებს, რაღაცაა აშკარათ დასაფიქსი:, ინტელზე კი 10900 აქვს მატება ეგ 2080Ti, 3090 ბევრათ მეტის თავი უნდა ქონდეს:

https://gamegpu.com/racing-simulators-/-гонки/microsoft-flight-simulator-test-gpu-cpu ალბათ SMT რაღაცას ატრაკებს + სიხშირეში სხვაობა

 

Link to comment
Share on other sites

3060 რა ფასში იქნება ნეტა, მაგის დათრევა მომიწევს უფრო სავარაუდოდ. 1080p - ზე კი უნდა მეყოს 60 ჰერციანზე ერთი 2-3 წელი.

Link to comment
Share on other sites

500$-მდე ალბათ, 3070 რას დაადებენ გააჩნია, შეიძლება 400$ აიღო, მე თუ ავიღე მაინინგისთვის 3070-3080 დიაპაზონში უფრო, მაქს 2 კარტა ეგეც ალბათ

Link to comment
Share on other sites

მაინც მგონია რო 400 - 600 - 800 დოლარი იქნება 3060-3070-3080 ფასები, ნუ 500 თუ დაადეს მაინც მომიწევს ყიდვა, მეტი რა გზაა :)

Link to comment
Share on other sites

მეც ეგრე ვფიქრობ ძალზე ძლიერი წარმადობა თუ არ ექნებათ, იმაზე მეტი რაც ბევრს ეგონა სიტყვაზე + 3080Ti გამოვა ალბათ მოგვიანებით და ეგ ეღირება 1000$+ უფრო ალბათ

Link to comment
Share on other sites

დადასტურდა საბოლოოდ ინფორმაცია და RTX 3090 24GB-იანი GDDR6X ტიპის ვიდეო მეხსიერებით იქნება წარმოდგენილი, RTX 3090 (GA102-300)-ს Cuda ბირთვების რაოდენობა შეადგენს 5248-ს, ხოლო გამტარობა 936GB/s-ს 384ბიტიანი სალტით, რაც იმას ნიშნავს რომ  ეს მონაცემები სრულიად საკმარისია რომ 4K რეზოლუცია სრულფასოვნად იყოს ათვისებული... რაც შეეხება rtx 3080-ს, მისი ვიდეო მეხსიერება შემოიფარგლება 10GB-თ, ხოლო RTX3070-ს 8GB-თ, მაგრამ ბრენდები აპირებენ გაორმაგებული ვერსიების გამოშვებასაც, RTX 3080 20GB-იან ვერსიას ვიხილავთ მოგვიანებით, RTX 3090-ს ენერგო მოხმარება შეადგენს 350W-ს... 

RTX 3080-ს მონაცემები კი შემდეგნაირია: GDDR6X ტიპის 10GB მოცულობის მეხსიერება, რომლის გამტარობაც შეადგენს 760GB/s-ში, 320Bit მეხსიერების სალტე, ბირთვების რაოდენობა 4352, ხოლო ენერგო მოხმარება 320W-ს...

Zotac-ს და Gainward-ს მოდელები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში როგორი ვიზუალის იქნება:

  • GeForce RTX 3090 AMP Extreme
  • GeForce RTX 3090 Trinity HoLo
  • GeForce RTX 3090 Trinity
  • GeForce RTX 3080 AMP Extreme
  • GeForce RTX 3080 Trinity HoLo
  • GeForce RTX 3080 Trinity
  • GeForce RTX 3070 Twin Edge HoLo
  • GeForce RTX 3070 Twin Edge

spacer.png

spacer.png

spacer.png

spacer.png

spacer.png

spacer.png

spacer.png

spacer.png

spacer.png

ვატყობ დაღეჭავენ ეს კარტები 4K-ს უკვე...

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ გაირკვა ყველაფერი რატომაც ჭამდა მაგდენს 3080, თურმე შეკვეცილი ქონია VRAM და რეალურათ 20gb ყენდება, 30 ვატი მაინც ცოტათ მეჩვენება რახან არის სხვაობა კუდაბირთვებშიც და გამტარობაშიც 3090-ათ, რაც არ უნდა იყოს სერიოზული 750ვატიანი მინიმუმ უნდა მემგონი 3080 კი, რამე გოლდი დიდ ნაგრუზკებს რომ უძლებს, შეიძლება დაჟე 850 აღებასაც ქონდეს აზრი მაგ კარტისთვის უკვე  პროცესორის და ვიდეოკარტის სარაზგონოთ თუნდაც, ისე 3070-2070 სუპერი 16გბ VRAM კარგი ტიპი იქნება მემგონი 2K 144 გერციანისთვის, დაჟე 4-5ფპს რომ მოუმატოს სხვაობა დიდი თუ არ იქნება ფასში ღირს ეგეთი გაორმაგებული VRAM მოდელის დათრევა, მინიმუმ VRAM არ დაგალიმიტებს სანამ გამტარობა ეყოფა და მაგიტომ + მაინინგშიც ექნება ეფექტი ვინც მაგისთვის იღებს წესით, ეგ 8-10 და 16-20გბ VRAM 16 VS RAM პონტი ჩანს, ანუ ეხლა ასე თუ ისე ყოფნის იგრებში 16გბ ბევრგან სინგლში მაინც, მალე შეიძლება აღარც ეყოფს მითუმეტეს 2K თუ აპირებ გადასვლას ან უკვე გადახვედი, მანდაც ეგრე იქნეა 8-10გბ ეხლა საკმარისია, 1-2 წლის შემდეგ უკვე შეიძლება დაგალიმიტოს ზოგან მაინც, მაგრამ 3080 კი 3080Ti რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჯერ მაინც არ გამოდის, გამტარობა მაინც ძალზე მაღალი აქვს, არ ვიცი 20გბ რამდენ ფპს მოუმატებს რეალურათ მაგრამ ეგ 10გბ სერიოზული ძალა იქნება დიდი ნავის წინააღმდეგ, ფასსაც ექნება მნიშვნელობა იმან რომც აჯობოს ცოტათი შეიძლება მაგაზე ცოტა ძვირიც ღირდეს უკვე, იქ მგონი 12 და 16გბ VRAM გამოშვებას აპირებენ, მაგრამ 12გბ შეიძლება მაქს 3070 სუპერის დონის იყოს დაჟე 8გბ კი

Link to comment
Share on other sites

აჰა, ფასებიც გაირკვა, ხო ვიძახოდი 700 - 500 დოლარი იქნება მეთქი :)

საკმაოდ ძლიერი რაღაცა გამოვიდა, 3070  2080 ti - ს ჯობნის დაჟე ცოტათი!

ნეტა 3060 როდისთვის იქნება, ალბათ 300 დოლარს დაადებენ ლოგიკურად...

Link to comment
Share on other sites

მოგვიანებით გაორმაგებული VRAM გამოვაო 3070-3080 მგონი, დავუცადოთ, კიდე გამოვა ალბათ 3070Ti,3080Ti და ეგ იაფიანი 3060, 3070 მართლა კარგი რამეა, 8გბ რომ აქვს მარტო ეგ არაფერი + შეიძლება 16 ვიხილოთ მოგვიანებით 100$ ნაცენკით სადღაც, დუვუცადოთ აბა + ამდ კარტებიც გამოდიან და კარგი კონკურენცია აიწიოს შეიძლება, ლოლ გურუ3დ-ზე აღარ შედის ჩემთან, ვეღარ გაუძლო ალბათ შემოსევას ინფოების გასაგებათ

GeForce RTX 3080 and 3090: What to expect? - NVIDIA Ampere and Introduction https://www.guru3d.com/articles-pages/geforce-rtx-3080-and-3090-what-we-know,1.html სამი მოდელი ოქტომბერში გაიყიდება რაც ეხლა დაანონსდა

Link to comment
Share on other sites

დავითრიო 3070 თუ 3060 დავუცადო ვფიქრობ ეხლა, 1080p 60 ჰერციანისთვის ზედმეტი ფულის ყრა ხო არ იქნება მეთქი 70 - ის აღება...

8K ზე კი ბაზრობენ, მარა უფრო მემგონი 4K - სთვის იქნება იდეალური 3090 ხოშიანად რო გათამაშოს..

Link to comment
Share on other sites

3060 ეყოფა კი 144 გერციან 1080P, 2K კი მინიმუმ 2070 უნდა მაინც ალბათ მაღალ ფპს-ზე სეტინგების დაკლების გარეშე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დავუცდი მეც დროებით ჩემ კარტას გადავიტან ახალ სისტემაში და 3060 დავითრევ მერე. გადაუვა თავზე ჩემ მონიტორს.

Link to comment
Share on other sites

ოო ეს ნამდვილად ყველაზე დიდი ნახტომი იყო რაც კი Nvidia-ს გამოუშვია თაობიდან თაობაში წარმადობის მხრივ, შესაბამისად ამხელა წარმადობაში ვერ იტყვი რომ ძვირია.

მე რატომღაც კიდევ უფრო ძვირ ფასებს მოველოდი მაგრამ ჩემდა გასაკვირად RTX 3070 - 500 დოლარად რომელიც RTX 3080Ti-ზე ოდნავ მძლავრია, ნამდვილად საოცარი ფასია.

მომხარებლების უმრავლესობა 8K კიარა ისევ 1080P-ზე არიან და RTX 3070 გახდება ბესტსელერი ჩემი აზრით.

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

ხოშიანი კარტაა კი ეგ 3070 დაჟე მთლათ 2080Ti დონისაც რომ იყოს სტანდარტულ რეჟიმში, RTX მაინც აჯობებს ეგ ახალი ალბათ მაგ ძველ ფლაგმანს და 2K კარგი რამე იქნება დაჟე 1080Ti რომ გადახვიდე მაგაზე მოგვიანებით, მაინინგში თუ ავიღე რამდენიმე ეგეთი მერე ჩავიდგამ ერთ-ერთს ასნავნოი სისტემაშიც, ხო ფასები როგორც ყოველთვის ძალზე მაღალი ედო გაჟონილ ინფოებში რომელიც არ შეესაბამებოდა რეალობას

Link to comment
Share on other sites

ეხლა AMD - მ მაგარი ფასები უნდა დაადოს რო კონკურენცია გაუწიოს ამას... თორე ნავი იქნება თუ ხომალდი, დარჩებათ გასაყიდი :D

Link to comment
Share on other sites

მინიმუმ ორი 3070 არ მაწყენდა მაინინგში ეხლანდელი კარგი ტრენდის ფონზე თან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.