Jump to content

Apple გახსნის პირველ მცურავ მაღაზიას სინგაპურში


Magdalena

Recommended Posts

გამომცემლობა The Straits Times-ის ინფორმაციით Apple-მა დაადასტურა, რომ ააგებს თავის პირველ მაღაზიას წყალზე სინგაპურში. თაღის ფორმის პავილიონი განთავსდება კურორტ Marina Bay Sands-თან ახლოს. მაღაზიის გახსნის თარიღი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. 

image.jpeg 

„ეს იქნება ადგილი, სადა შეძლებთ გამოიკვლიოთ, იურთიერთოთ და შექმნათ რაიმე ახალი“ - ნათქვამია Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემულ რეკლამაში. 

ცნობილია, რომ Apple-ის მააზია ჩაანაცვლებს ნამსხვრევის ფორმის ბროლის პავილიონს, რომელშიც ოდესღაც განთავსებული იყო ღამის კლუბი Avalon. კომპანიამ დაამონტაჟა მინის პანელები ფასადზე, რომლებზეც დღის პერიოდში აისახება ჰორიზოტის ხაზი, მზის ასვლის შემდეგ კი - სინგაპურის ღამის განათება. 

image.jpeg 

„კონსტრუქციის ფორმა სრულიად ახლებული იქნება“ - ნათქვამია მაღაზიის ვებ-გვერდზე და მითითებულია, რომ პავილიონზე თაღის ზედა ნაწილში წარმოდგენილი იქნება მრგვალი ფანჯარა. 

ორიგინალი „ბროლის პავილიონის“ მსგავსად ახალი შენობა წყალქვეშა გვირაბებით დაუკავშირდება უახლოეს სავაჭრო ცენტრს. ეფექტური დიზაინის შენობა იქნება Apple-ის რიგით მესამე მაღაზია სინგაპურში. კომპანიამ პირველი მაღაზია გახსა სავაჭრო ცენტრ Knightsbridge-ში 2017 წელს, მეორე კი - Jewel Changi აეროპორტში 2019 წლის ივლისში. 

საცალო მაღაზიის გახსნა ამ დროს, როდესაც კომპანიების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს კარგად კორონავირუსის პანდემიის გავლენით, შეგვიძლია თვით Apple-ისთვისაც კი მეტად თამამ ნაბიჯად ჩავთვალოთ. მაგალიად, Microsoft-მა განაცხადა, რომ დახურავს ფიზიკურ მაღაზიებს და პროფილს შეუცვლის ლონდონში, ნიუ-იორკში, სიდნეისა და რედმონდში მდებარე მაღაზიებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.