Jump to content

Watch Series 6-ის გამოშვებისას Apple დააბრუნებს ოქროს ვარიანტს და წარადგენს ბიუჯეტურ SE ვერსიას


Magdalena

Recommended Posts

Series 6 საათების სტანდარტულ ვერსიებთან ერთად Apple-მა, შესაძლოა, მეორედ გამოუშვას ამ პროდუქტის ვერსია ოქროს კორპუსით, აგრეთვე, შეიძლება, გამოვიდეს ბიუჯეტური SE მოდელი. კომპანიამ Series 4-ის წარმოებისას 10 ათას აშშ დოლარზე მაღალი ღირებულების პროდუქტის გამოშვებაზე უარი თქვა 2018 წლის ბოლოს, რის შესახებ ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა: შესაძლოა მომხმარებლებს არ სურთ ამხელა თანხა გადაიხადონ მოწყობილობაში, რომელიც რამდენიმე წელში მორალურად მოძველდება. 

image.jpeg 

არაოფიციალური Apple Watch Series 5 Hermes - 24-კარატიანი ოქროს კორპუსით 

თუმცა, შესაძლოა, Apple-მა კვლავ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. თუკი L0vetodream-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ფოტოები რეალურია, Series 6-ში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს Gold Edition მოდელი ხუთნიშნა ფასი აშშ დოლარში. ფოტოებზე ჩანს, რომ მოწყობილობა წარმოდგენილია ტყავის სამაჯურითა და განსაკუთრებული დამტენი ქეისით. 

შეფუთვა, როგორც ჩანს, გვევლინება უსადენო დამტენის სახით - გვერდით ნაწილზე აქვს Lightning-კონექტორი. ფასის, გარეგნული დიზაინისა და ძვირადღირებული კორპუსის გარდა, Apple Watch Series 6 Gold ზუსტად სტანდარტული მოდელის მსგავსი იქნება. 

პრემიუმ-კლასის ძვირადღურებულ საათთან ერთად Apple-მა შესაძოა წარადგინოს მოწყობილობის ბიუჯეტური ვარიანტიც. შეგახსენებთ, კომპანიამ ფასდაკლებით გაყიდა ყველაფერი Series 3 და 5  მოდელების გარდა. დანარჩენი ვერსიების მოძიება შესაძლებელია მხოლოდ საცალო მაღაზიებში, თუკი სადმე კიდევ შემორჩა მარაგი. 

Series 6-ის გამოშვებით დიდი ალბათობით შეწყდება Series 3-ს გაყიდვები, ამ მოდელის ფასი ბოლო წელს შემცირდა დაახლოებით 200 აშშ დოლარამდე, რის ედეგად იგი ამჟამად ბიუჯეტურ მოდელად ითვლება, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს მოწყობილობა უკვე მოძველდა და საჭიროა მისი ჩანაცვლება. 

ტექნიკური ანალიტიკოსი და ინფორმატორი Komiya ამტკიცებს, რომ Apple ამზადებს Apple Watch SE ვერსიას, რომელიც  Series 3-ის მოდელს ჩაანაცვლებს. მას ექნება იგივე დიზაინი, 16 გბ მეხსიერება, S6 და W4 ჩიპები, Bluetooth 5.0 და ბევრი სხვა. ფასის შემცირების მიზნით შემოავაზებული იქნება მოწყობილობა ალუმინის კორპუსით და 42 მმ ზომით. რეალურად, ეს იქნება Series 3 - გაუმჯობესებული შიდა კომპონენტებით. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ამგვარი მოწყობილობა ბაზარზე მომდევნო წლის მარტში გამოვა და მისი ფასი Series 3-ის ამჟამინდელი ფასის მსგავსი იქნება. 

მოსალოდნელია, რომ Apple Watch Series 6-ის ანონსი შედგება სექტემბრის დასაწყისში iPhone 12-თან ერთად. რსებული ცნობების თანახმად, მოწყობილობას ექნება უფრო სწრაფი პროცესორი, ძილზე თვალყურის მიდევნების ფუნქცია, სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრის სენსორი და ბევრი სხვა. ს მოდელი Gold და SE მოდელებთან ერთად Apple-ს დაეხმარება შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია სმარტ-საათების ბაზარზე. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.