Jump to content

ინსაიდერმა გამოაქვეყნა AMD-ის მომდევნო ორი წლის გეგმები - Warhol და Raphael დესკტოპ პროცესორები, APU Van Gogh, Cezanne და Rembrandt


Recommended Posts

AMD არ ჩქარობს საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაზიარებას, თუმცა გამოსავალი ინსაიდერები არიან: ცნობილი ენთუზიასტი MebiuW, რომელიც აქვეყნებს AMD-ის სამომავლო პროდუქტების ფოტოებსა და მათ ძირითად მახასიათებლებს, გვიზიარებს მორიგ ინფორმაციას, რომლის შევსება სცადა რესურსმა VideoCardz-მა. ზოგიერთი მონაცემი ამ დრომდეც იყო ცნობილი. 

image.jpeg 

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მეოთხე თაობის AMD Ryzen-ს ჩაანაცვლებს თაობა კოდური დასახელებით - Vermeer, რომლის დებიუტი მიმდინარე წელს შედგება. 2021 წლისთვის კი ჩანიშნულია ახალი თაობის CPU-ების გამოსვლა სახელით - Warhol: ახალ პროცესორებს ექნებათ Zen 3 არქიტექტურის 7-ნანომეტრიანი ბირთვები, ასევე PCIe 4.0-ის მხარდაჭერა - არაფერი ახალი წინა თაობის ჩიპებთან შედარებით, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ახალი პროდუქტები განსხვავებული იქნება გაუმჯობესებული ტექნოპროცესითა და გაზრდილი სიხშირეებით. 

image.jpeg 

2022 წლისთვის მოსალოდნელია ახალი თაობის დესკტოპ პროცესორების სერიის - Raphael-ის გამოსვლა: როგორც ცნობილია, ეს იქნება Zen 4 არქიტექტურის მქონე მოდელები, ასევე ნახსენებია გრაფიკა Navi ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. 

მომდევნო წელს ენერგოეფექტური ჰიბრიდული პროცესორების სერიაში წარმოდგენილი იქნება 7-ნანომეტრიანი APU Van Gogh, რომელიც დაფუძნებული იქნება Zen 2 არქიტექტურაზე და ექნება ინტეგრირებული გრაფიკა Navi 2. გარდა ამისა, ახალ პროდუქტებს ექნება LPDDR4X და LPDDR5 ტიპების ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა, აგრეთვე CVML ფუნქციები, რაც გარკვეულწილად მანქანურ სწავლებას მიეკუთვნება. 

ამავე წელს გამოვა ჰიბრიდული პროცესორები Cezanne, რომლებიც ჩაანაცვლებს Renoir სერიას“ ახალი პროდუქტების მახასიათებლებია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, Zen 3 არქიტექტურა და ძველი გრაფიკა Vega. გარდა ამისა, APU-ს ექნება LPDDR4X და DDR4 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერა. 2022 წელს მას მოჰყვება ჰიბრიდული პროცესორები Rembrandt, რომელაც ექნებათ გრაფიკული ქვესისტემა Navi, ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს არსებული ცნობები. 

გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არაოფიციალურია და ზუსტ ცნობებს AMD წარადგენს მორიგი ღონისძიების ფარგლებში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.