Jump to content

გამოქვეყნდა GeForce RTX 3090 დაფის ფოტოები ეტალონური დიზაინით: ვიდეო დაფა - სუპერგიგანტი


Recommended Posts

გამოქვეყნდა გრაფიკულ ბარათ NVIDIA GeForce RTX 3090-ის ეტალონური ნიმუშის პირველი რეალური ფოტოები. დაფაში გამოყენებულია არასტანდარტული ფორმის PCB, გაგრილების უჩვეულო სისტემა მასიური რადიატორითა და ორი დიდი ქულერით, რომლებიც განთავსებულია ორივე მხარეს. 

image.jpeg 

GeForce RTX 3090 დაფის წინა მხარე 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვიდეო ბარათი უზარმაზარია! შედარებისთვის, ეტალონური RTX 2080 Founders Edition, რომლის სიგრძე 26.7 სანტიმეტრია და სიმაღლე - 11.2 სმ, მის ფონზე მეტად პატარად გამოიყურება.  

ეტალონური GeForce RTX 3090 მთლიანად შავ ფერშია წარმოდგენილი. კორპუსში იგი დაიკავებს გაფართოების სამ სლოტს. 

PCB-ს მეორე მხარეს რადიატორი დაფარულია სექციური საფარით (სავარაუდოდ პლასტმასით). აქვეა მოცემული პროდუქტის დასახელების ოდნავ შესამჩნევი წარწერა - RTX 3090. 

image.jpeg 

GeForce RTX 3090-ის უკანა მხარე 

წყაროს მიხედვით, რომელმაც ვიდეო დაფის ფოტოები გამოაქვეყნა, GeForce RTX 3090-ის ფასი 1400 აშშ დოლარს შეადგენს. სამწუხაროდ, ინსაიდერს არ გაუზიარებია დაფის ტექნიკური მახასიათებლები. ამჟამად ცნობილია, რომ მის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი GA102 მინიმუმ 5248 CUDA ბირთვით. სხვა წყაროების ცნობებით, Ampere სერიის ფლაგმანს შესაძლოა ჰქონდეს GDDR6X სტანდარტის 24 გბ-მდე ვიდეომეხსიერება, თუმცა კომპანია Micron-ის ინფორმაციით დაფას ექნება მხოლოდ 12 გბ GDDR6X. 

მჟამად არსებული არაოფიციალური ცნობებით, შესაძლოა Ampere თაობის ზოგიერთ მოდელს ჰქონდეს 12-პინიანი კვების კონექტორი. სამწუხაროდ, გამოქვეყნებული ფოტოებით ვერ ირკვევა ეს სიახლე, თუმცა ზემოთხსენებული „მონსტრის“ ვიზუალის გათვალისწინებით ამ ინფორმაციის დაჯერება სავსებით დასაშვებია. 

შეგახსენებთ, Ampere მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი NVIDIA GeForce RTX 30-სერიის გრაფიკული დაფების ანონსი 1 სექტემბერს შედგება. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ძაან დიდია ეს რომელ კეისში უნდა ჩაატიო :D

Link to comment
Share on other sites

24 minutes ago, Gobro said:

ძაან დიდია ეს რომელ კეისში უნდა ჩაატიო :D

 

Cooler Master Cosmos და ეგეთებში :D 

Link to comment
Share on other sites

მე ალბათ RTX 3080 ან 3070-ს დავითრევ  გააჩნია რა ეღირება

Link to comment
Share on other sites

3090 ისე PCIE 3.0 x16-ზე როგორ იმუშავებს საინტერესოა

ანუ დაკარგავს თუ არა წარმადობას ინტელის სისტემებზე

 

Link to comment
Share on other sites

ეს 3090 მემგონი მეტისმეტი მოუვიდათ არიქა ამდ რას აპირებს არვიცითო და..

ეგ კარტა ჩავარდება მემგონი

Link to comment
Share on other sites

მეეჭვება რომ რამე დაკარგოს, რახან ძალზე დიდი იყო გამტარობის ზაპასი PCI-E 3,0 X16 რეჟიმში, შეიძლება ორმა ეგეთმა დაალიმიტოს 10% მაგრამ 10 ბირთვიანზე მაინც კარგ ფორმაში იქნება გეიმინგში ეგეთიც კი, 3090 რაც შეეხება ეგ არის სუპერ-პუპერ ფლაგმანი, არაა აუცილებელი მაგის დათრევა 2K 144+ გერციანზე სათამაშოთ, 3080 გეყოფა, შეიძლება დაჟე 3070 სუპერი ან Ti, ნუ ჯერ მგონი მარტო 3070 გამოდის და 3080 მაგრამ მაინც, 3080Ti ძალიან ზვერი იქნება, 3090 ორ ბირთვიანი ხომ არაა შემთხვევით 2X12gb VRAM, ან ტიტანის ანალოგი იქნება ფაქტიურათ, ის უბრალოთ კიდე უფრო ძვირი ეღირება ალბათ

Link to comment
Share on other sites

3090 იყიდის მსოფლიოში ალბათ რამდენიმე ათასი კაცი. 

ეს უფრო იმიჯ კარტაა აი რა მაგრები ვართო.

რად მინდა ისეთი კარტა რომელიც ამდენი ეღირება და ამდენ დენს დაწვავს?

მასე ინთელს ქონია საცდელი მოდელი რომელიც მაგაზე რამდენიმეჯერ მძლავრიაო მაგრამ ერთი ჰესი უნდა.

რაჯამ თქვა შეგვიძლია 100- 200 ტერაფლოპის კარტაც გამოვუშვათ და ბევრად მეტიცო.

მთავარი ისაა სამომხმარებლო სეგმენტი რასაც ხმარობს იქ რა სიმძლავრეს შესთავაზებენ რა ფასში.

Link to comment
Share on other sites

მაინინგში წესით არ უნდა იყოს ცუდი ენტუზიასტებს რომ თავი დავანებოთ, თუმცა იგივე 3070ს-3080 უფრო კარგი ვარიანტი იქნება თუნდაც 2-3 ცალი რომ აიღო ერთი ეგეთის მაგივრათ, გეიმინგისთვის ძალზე ძვირია, თუ 3070სუპერმაც 100ფპს+ დამიდო 2K 144 გერციან + მონიტორზე ბევრათ უფრო იაფათ, ეგეთს რატომღა ავიღებ რომც შემეძლოს მაგდენის მიცემა თეორიულათ, ბევრს კი ბანალურათ არა აქვს მაგდენი ფული, მთელი სისტემა მოგდის უკვე მაგ თანხით და დაჟე ინტელზეც კი შედადებით უფრო სუსტ კარტას თუ დაითრევ და არა 1400$

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.