Jump to content

Tesla-მ და Broadcom-მა შეიმუშავეს საკუთარი 7-ნანომეტრიანი პროცესორები - წარმოებით TSMC დაკავდება


Recommended Posts

image.jpeg

ამერიკული კომპანია Tesla აქტიურად უწყობს ხელს ავტონომიური ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ავტოპილოტირების სისტემის განვითარებას. კომპანიის ავტომატური მართვის სისტემა დამყარებულია მოწინავე პროგრამულ და აპარატულ პლატფორმებზე, რომლებშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი და უახლესი პროცესორები, რომლებიც მაღალ გამომთვლელ სიმძლავრეს ფლობენ. 

Tesla-ს ინჟინრების ნაყოფიერი შრომისა და ამერიკულ კომპანია Broadcom-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ჩიპი შეფუთვის სისტემა System-on-Wafer (SoW) ტექნოლოგიის ბაზაზე, რომელიც აერთიანებს ჩიპს გაგრილების მოდულთან ერთ კორპუსში ისე, რომ აუცილებელი არ არის PCB-დაფის გამოყენება. როგორც ცნობილია, ჩიპს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დაამზადებს ტაივანური კომპანია TSMC. ეს იქნება კიდევ ერთი მსხვილი დამკვეთი, რომელიც TSMC-ს შეუერთდება და კავშირს გაწყვეტს სამხრეთკორეულ გიგანტ Samsung-თან, რომელიც აწარმოებს Tesla-ს ამჟამინდელ 14-ნანომეტრიან გამომთვლელ მოწყობილობებს. 

ახალი ჩიპების კრისტალები დამზადდება 12-დუიმიან სილიკონის ფირფიტებზე. კრისტალი საკმაოდ მოზრდილი გამოდის - ერთ ფირფიტაზე შესაძლებელია განავსდეს მხოლოდ 25 კრისტალი. 12-დუიმიან ფირფიტებზე მოხოვნა იზრდება, რაც TSMC-ს იძულებულს ხდის გააფართოვოს 12-დუიმიანი წარმოება. საწარმოო ექსპერტების აზრით, TSMC-ის 12-დუიმიანი წარმოების მოცულობა მალე 8-დუიმიანს გადააჭარბებს. ამჟამად TSMC ფლობს 12-დუიმიანი წარმოების ექვს ქარხანასა და ამდენიმე 8-დუიმიან საწარმოს, ასევე აქვს ერთი 6-დუიმიანი ფაბრიკა. 

თანამედროვე, Tesla Hardware 3.0 პლატფორმის ერთი ჩიპის გამომთვლელმა სიმძლავრემ შესაძლოა მიაღწიოს 72 TOPS-ს (ტრილიონი ოპერაცია წამში). Tesla-ს უპილოტო ავტომობილს გააჩნია ორი ასეთი ჩიპი, შესაბამისად, სისტემის ჯამურმა გამომთვლელმა სიმძლავრემ შესაძლოა 144 TOPS-ს მიაღწიოს. ეს პლატფორმა დემონსტრირებს შესაბამის სფეროში წარმადობის უმაღლეს დონეს. რთულია წარმოდგენა, რამდენად გაიზრდება ახალი HW 4.0 პლატფორმის წარმადობა. ეჭვს არ იწვევს, რომ Tesla-ს ლიდერობა ავტონომიური მართვის სფეროში ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.