Jump to content

Intel-მა დააანონსა პირველი დისკრეტული ვიდეო დაფები გემერებისთვის - Xe HPG: 4096-მდე გრაფიკული ბირთვი, GDDR6 მეხსიერება, 12,2 Tflops წარმადობა, აპარატული რეითრეისინგი და რელიზი 2021 წელს


Recommended Posts

ღონისძიება Architecture Day 2020-ზე Intel-მა ფართო საზოგადოებას გაუზიარა ანონსების მთელი რიგი, რომლებიც ეძღვნებოდა კომპანიის სამომავლო პროდუქტებს. გეიმერებისთვის განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა გრაფიკული პროცესორების ახალი არქიტექტურის - Intel Xe HPG (High Performance Gaming) ანონსს. ამ სერიის ვიდეო დაფები 2021 წელს უნდა გამოვიდეს.

ინტელ.jpg

სრული ტექნიკური მახასიათებლები არ გამოცხადდა, თუმცა გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია. ვიდეო დაფები დაკომპლექტებული იქნება ერთი გრაფიკული ჩიპით, მაღალსიჩქარიანი GDDR6 მეხსიერებით და ექნებათ რეიტრეისინგის აპარატული მხარდაჭერა. GPU-ის წარმოება არ განხორციელდება Intel-ის ქარხნებში, არამედ მას დაამზადებს TSMC 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით.

რაც შეეხება უფრო კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს, მოსალოდნელია, რომ Xe HPG-ში გამოყენებული იქნება გრაფიკული ჩიპი, რომელიც საფუძვლად დაედება მეტად მძლავრ, Xe HP არქიტექტურის ოთხბირთვიან GPU Arctic Sound-ს, რომელსაც შეუძლია 42 TFLOP წარმადობის დემონსტრირება. უფროს მოდელში გამოიყენება ოთხი მსგავსი ჩიპი, მასობრივი სამომხმარებლო ვერსია კი ერთით შემოიფარგლება. ერთ Xe HP ჩიპს აქვს 4096 გრაფიკული ბირთვი, რომელთაც 1500 მჰც სიხშირეზე შეუძლიათ უზრუნველყონ 12.2 TFLOP FP32 წარმადობა.

ინტელ2.jpg

ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მზა პროდუქტში გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბირთვი, თუმცა სწორი პოზიციონირებისა და საფასო პოლიტიკის წყალობით Intel-მა შესაძლოა ძლიერად შეარყიოს ბიუჯეტური გეიმერული ვიდეო დაფების ბაზარი და AMD-სა და  Nvidia-ს მნიშვნელოვანი წილი წაართვას.

https://bit.ly/3fZrAZ9

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.