Jump to content

არნახული გულუხვობა: Intel-მა Coffee Lake Refresh დესკტოპ პროცესორებს ფასი დააკლო


Recommended Posts

რესურს Toms Hardware-ის თანახმად, ამერიკულ საცალო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიაფდა Coffee Lake-S Refresh თაობის პროცესორები. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ გასული წლის ფლაგმანი Core i9-9900K (8 ბირთვი, 16 ნაკადი, 5.0 გჰც) გაიაფდა სარეკომენდაციო 488-499 აშშ დოლარიდან 435 აშშ დოლარამდე. პროცესორი Core i7-9700K (8 ბირთვი, 8 ნაკადი, 4,9 გჰც) 374–385 აშშ დოლარიდან გაიაფდა 339 აშშ დოლარამდე. და ბოლოს, ექვსბირთვიანი Core i5-9600K მოდელის ყიდვა ამჟამად შესაძლებელია 195 აშშ დოლარად, მისი სარეკომენდაციო ფასი შეადგენდა 263 აშშ დოლარს. 

ფასების კლება შეინიშნა ერთდროულად რამდენიმე მსხვილ მაღაზიაში (Amazon, Newegg და სხვ.). Intel-ში აცხადებენ რომ „ფასების სააქციო შემცირება პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი მეთოდია, რათა შენარჩუნდეს მაღალი საბაზრო მოთხოვნა DIY-სეგმენტის მაღალი წარმადობის პროცესორებზე“. 

image.jpeg 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსების კლება ოფიციალურია და ამ შემთხვევაში ინიციატივა თავად Intel-ისგან მოდის. ამგვარი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, რადგანაც როგორც წესი კომპანიის წინა თაობის პროცესორები მასტიმულირებელი ზომების გარეშეც კარგად იყიდება. სამწუხაროდ, Intel-ს არ დაუკონკრეტებია რამდენ ხანს გაგრძელდება სარეკლამო აქცია და რომეი რეგიონებისთვის იქნება აქტუალური. 

Coffee Lake-Refreshთაობის პროცესორები გამოვიდა გასულ წელს და მისი ფლაგმანი იყო რვაბირთვიანი Intel Core i9-9900K 5 გჰც-მდე სიხშირით. ამასთან, ამ CPU-ს ჰქონდა სპეციალური ვარიანტი - Core i9-9900KS, რომელსაც შეეძლო სიხშირის ზრდა ყველა ბირთვზე 5 გჰც-მდე. Intel-ის მეათე თაობის ჩიპების გამოსვლის შემდეგაც კი ფლაგმანური ჩიპების გეიმინგ-წარმადობა მშვენივრად გამოიყურება.  

image.png 

შესაძლოა Intel-ი საწყობებს „ასუფთავებს“ 14-ნანომეტრიანი პროცესორებისგან, რათა ადგილი გაჩნდეს მომდევნო თაობის Rocket Lake სერიის ჩიპებისთვის, რომელთა წარდგენა მიმიდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. ამასთან, Intel ელის AMD-სთან კონკურენციის გამძაფრებას ამავე წლის მეორე ნახევარში, როდესაც გამოვა ახალი თაობის Ryzen  დესკტოპ-პროცესორები Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე. 

Link to comment
Share on other sites

ყველაზე იაფათ შტატებში ყიდიან მიკროცენტრში როგორც ყოველთვის მაგ ინტელებს:

Hr2KRoa.png

-20$ ფასდაკლება თუ მაზერთან ერთად იყიდი, ყველაზე კარგი პონტი 10700 გამოდის მაგ სპისოკიდან მაინც თრიდები-სიხშირეები,ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ეტაპზე 240$ მაზერთან ერთად 10600K კარგი რამეა განსაკუთრებით კულერიც თუ გაქვს კარგი უკვე და 100$ მაგაში დახარჯვა არ დაგჭირდება, 3 წელი მინიმუმ გეყოფა ეგეთიც იგრებში, მერე ყველა ვარიანტში მინიმუმ 16 თრიდი დაჭირდებათ ალბათ ბევრ თამაშებს სინგლშიც კი

Link to comment
Share on other sites

15 hours ago, George said:

ყველაზე იაფათ შტატებში ყიდიან მიკროცენტრში როგორც ყოველთვის მაგ ინტელებს:

Hr2KRoa.png

-20$ ფასდაკლება თუ მაზერთან ერთად იყიდი, ყველაზე კარგი პონტი 10700 გამოდის მაგ სპისოკიდან მაინც თრიდები-სიხშირეები,ფასიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ეტაპზე 240$ მაზერთან ერთად 10600K კარგი რამეა განსაკუთრებით კულერიც თუ გაქვს კარგი უკვე და 100$ მაგაში დახარჯვა არ დაგჭირდება, 3 წელი მინიმუმ გეყოფა ეგეთიც იგრებში, მერე ყველა ვარიანტში მინიმუმ 16 თრიდი დაჭირდებათ ალბათ ბევრ თამაშებს სინგლშიც კი

მანდ მართლაც კარგი ფასები აქვთ და დღევანდელ დღეს ძველ პროცესორებზეც რატო აქვს ინტელს ამხელა ფასები არ მესმის 😐

Link to comment
Share on other sites

აღარც უშვებენ ალბათ მასეთებს, რაც დარჩა მაღაზიებში და გაუყიდავი პარტიები ეგ აბიომებია ბაზარზე, ფასიც მაგიტომ ადევს არა ადეკვატური, მაგრამ ეგ ახლები კარგ ფასებში ეძრობა, ამაზონზე მგონი 310$ ჯდება ეხლა წინასწარი შეკვეთით 10700 ნონ-კ, ბუსტავს 4.6GHZ ფარგლებში და 50$ კულერიც ეყოფა ეგეთზე, მაგრამ მაინც საკმაოთ მძლავრია იგრებში + 16 თრიდი მალე არ დაგიძველდება და გამოცვლა არ უნდა დაგჭირდეს, ორ თრიდზეც 4.8GHZ ბუსტავს ეგ მოდელი, Z490 კიდე 4000MHZ დაყენება უპრობლემოთ შეიძლება კიტების, ეგ რამე დიდი პრობლემა არაა, მაქსიმალურათ კი 5000MHZ საპორტიც აქვთ 200$+ მაზერებზე, ეგ აღარ მინახია ოღონდ ამაზონზე არის თუ არა კომბოს შემთხვევაში 20$ ფასდაკლება, ეგ მგონი მიკროცენტრშია მარტო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.