Magdalena Posted August 12, 2020 Share Posted August 12, 2020 ჩინურმა გამომცემლობა IThome-მა მიიღო ინფორმაცია, რომ Huawei ამზადებს ახალ დესკტოპ კომპიუტერს შიდა ბაზრისთვის (კოდური დასახელებით - Pangu). სისტემაში გამოყენებულია Kunpeng 920 პროცესორი, ასევე ცნობილი, როგორც Hi1620. ანგარიშში ნათქვამია, რომ Kunpeng 920-ის მრავალბირთვიანი წარმადობა შედარებით უკეთესია Coffee Lake სერიის Intel Core i9-9900K პროცესორთან შედარებით. სამწუხაროდ, სააგენტოს არანაირი კონკრეტული შედეგი არ წარუდგენია. Kunpeng 920 სერიის პროცესორები დამყარებულია Arm Neoverse N1 მიკროარქიტექტურაზე (კოდური დასახელება Ares), წარმოდგენილია 24-დან 64 ბირთვის მქონე კონფიგურაციები, რომლებიც მუშაობს 2.4-3 გჰც დიაპაზონში. Huawei-სთვის Kunpeng 920 პროცესორები 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა კომპანია TSMC-მა მანამ, სანამ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობას შეწყვეტდა აშშ-ის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო. როგორც ცნობილია, ტესტირება ჩატარდა Kunpeng 920 3211K ჩიპზე, რომელსაც აქვს 24 ბირთვი მაქსიმალური 2.6 გჰც სიხშირით. გარდა ამისა, სისტემას აქვს 8 გბ SO-DIMM ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის 512 გბ მოცულობის SSD და მობილური ვიდეო დაფა AMD Radeon 520. Huawei Pangu-კომპიუტერების ადაპტირებას ახდენს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კორპორატიულ ბაზარზე, მოწყობილობები მუშაობს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე (UOS). პროცესორი Kunpeng 920 მირჩილულია დედა დაფაზე და არ აქვს სხვა ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, სისტემა UOS ინტეგრირებულია პერსონალურ კომპიუტერში და შეუძლებელია მისი ოპერაციული სისტემა Windows-ით ჩანაცვლება. არსებული ფოტოების მიხედვით Pangu-ს ექნება სამი USB Type-A პორტი, ერთი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენის კონექტორი კორპუსის წინა პანელზე. ასევე მოცემულია სივრცე ოპტიკური დრაივერისთვის. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი პორტი USB Type-A, ერთი Ethernet, სამი 3.5 მმ აუდიოკონექტორი და D-Sub ვიდეო დრაივერი. https://bit.ly/33TPsLg 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 12, 2020 Share Posted August 12, 2020 ხო ეგ 24 ბირთვიანი ჩინური არმ სასერვერო პროცესორია, რომ არ ჯობდეს 8 ბირთვიანს ეგ იქნებოდა გასაოცარი, მაგრამ მაინც ვერ ჩაგრავს იმდენით რამდენი ბირთვიც აქვს, მაგრამ პირველ ჯერზე წავა, ჰუავები სანქციების დადების შემდეგ ანტი-ამერიკულ რაზრაბოტკებს იყენებს მარტო თავის პროდუქციაში, ეგ სერვერიც ერთ-ერთი ეგეთი პრუდუქტია 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.