Jump to content

მოსაზრება: Ethereum-ს კიდევ დარჩა სივრცე ზრდის გაგრძელებისთვის


Recommended Posts

Ethereum-ის სავაჭრო მოცულობა ფიუჩერსულ და სპოტ-ბაზრებზე Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე სწრაფად იზრდება. ეს დადებითი სიგნალია კაპიტალიზაციის სიდიდით მერე კრიპტოვალუტისთვის - დარწმუნებულია The Block-ის მკვლევარი ლარი ჩერმაკი. 

„სხვადასხვა პროტოკოლის ირგვლივ არსებული ჰაიპის ფონზე ETH/BTC-ის ღია საფასო უერთიერთმიმართება 112%-ით გაიზრდა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ - 0,0162 BTC-დან 0,0343 BTC-მდე. თუმცა ETH/BTC ჯერ კიდევ 78%-ით დაბალია ისტორიულ მაქსიმუმზე 0,155 BTC-ის დიაპაზონში, რომელიც მიღწეულ იქნა 2017 წლის ივნისში“ - განაცხადა ექსპერტმა. 

ჩერმაკის თქმით, ანალიტიკოსების ყურადღებას იმსახურებს Ethereum-ისა და Bitcoin-ის სავაჭრო მოცულობების შეფარდება მსხვილ ცენტრალიებულ ბირებზე, სადაც სავაჭრო მოცულობა რეალურთან ახლოსაა. 

როდესაც ETH/BTC ვაჭრობის მოცულობის უერთიერთშეფარდება იზრდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტრეიდერები Ethereum-ით უფრო ვაჭრობენ, ვიდრე Bitcoin-ით“ - ამბობს ექსპერტი. 

გასული წლის განმავლობაში Ethereum-ის დღიურმა სავაჭრო მოცულობამ მხოლოდ სამჯერ გადააჭარბა Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

„ქვემოთ მოცემული 30-დღიანი მოძრავი შუალედი 50%-იან ნიშნულზეა. ეს ნიშნავს, რომ Bitcoin-ის სავაჭრო მოცულობა დაახლოებით ორჯერ მაღალია, ვიდრე Ethereum-ისა. ეს ნიშნული ახლოსაა მარტის დასაწყისში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან - როდესაც იწყებოდა COVID-19-ის პანიკით გამოწვეული ლიკვიდურობის მასშტაბური კრიზისი. იმ დროს Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით დავარდა რამდენიმე საათის განმავლობაში“. 

image.png 

ETH-ისა და BTC-ის სავაჭრო სპოტ-მოცულობების ურთიერთშეფარდება ბირჟებზე - Binance, Coinbase, Bitfinex, Kraken, Bitstamp 

გრაფიკზე ჩანს, რომ ურთიერთშეფარდების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიღწეულ იქნა 2017 წლის ივნის-ივლისში, როდესაც Ethereum-ის სავაჭრო მოცულობა ხშირა აღემატებოდა Bitcoin-ის მაჩვენებელს. 

მკვლევარების დაკვირვებით, ამჟამად ETH-ზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით სამჯერ ნაკლებია BTC-ის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

image.png 

ETH-ისა და BTC-ის ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობის ურთიერთშეფარდება 

ისევე, როგორც სპოტ-ბაზრების შემთხვევაში, ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობაც დაახლოებით მარტის მაჩვენებლის დონეზეა. 

Ethereum-ის ფიუჩერსული და სპოტ-ვაჭრობის მოცულობები პერსპექტიული ტრენდია. მიუხედავად იმისა, რომ ETH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია Bitcoin-ის მაჩვენებელზე ჯერ კიდევ ხუთჯერ ნაკლებია, მისი სპოტ-მოცულობა მხოლოდ ორჯერ ნაკლებია, ფიუჩერსული კი - სამჯერ. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ETH-ს გააჩნია სივცრე ზრდისთვის BTC-თან მიმართებაში“ - დაასკვნა ჩერმაკმა. 

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა მართლა, ვერაფრით ვეღარ დავახურდავე ბოლო 1 კვირაა მეტი თუ არა ჯერ 0.0280, 0.0290, 0.0300, 0.0310, ავწიე ეხლა 0.0320-ზე უკვე, კურსი კი 0.0330+ იყო ხშირათ ბოლო 2 კვირის მანძილზე, საკმაოთ სტაბილური პარაა ისე თუ გსურს კაპიტალის გაზრდა შედარებით ნაკლები რისკის გარეშე, მაგრამ მანდ მთავარია ნამეტარი მაღლა არ იყიდო და მერე თუ დაეცა რეზკათ დარჩები უფრო მცირე ფასს დაგდებული ეთერეუმით და დაკარგავ კაპიტალის ნაწილს, მაგის შემდეგ კი მაგდენზე შეიძლება თვეები ვეღარც ავიდეს, ზუსტათ მაგიტომ არ მინდოდა გარისკვა და ეგრევე ძვირათ შესყიდვა, მითუმეტეს მანამდე 0.214-ან 0.27 ბიტკოინამდე უკვე გაზრდილი მქონდა კაპიტალი ნაისჰაშის ბირჟაზე რამდენიმე კარგი გადახურდავების შემდეგ ეთერეუმიდან ბიტკოინში და პირიქით, ამ ეტაპზე ბიტკოინი 11580$ მერყეობს, ეთერეუმი კი 386$, ანუ დაეცა ორივეზე ფასი, მაგრამ 11000$ დიდი ხანია არ დაცემულა ბიტკოინი და ეთერეუმიც 370$ ქვევით კარგა ხანია არ ჩამოსულა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.