Magdalena Posted August 10, 2020 Share Posted August 10, 2020 გასულ კვირას ბენჩმარკ Antutu-ზე გამოქვეყნდა ივლისის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები ოპერაციული სისტემა Android-ით. ამჯერად კი წარმოდგენილია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორების ჩამონათვალი. უპირობო ლიდერია Qualcomm Snapdragon 865. ეს ჩიპი მოიცავს რვა Kryo 585 ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.84 გჰც-მდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს - Adreno 650. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 865 სმარტფონებისთვის განკუთვნილ სხვა მაღალი დონის ჩიპებს აღემატება როგორც გამოთვლილი, ისე გრაფიკუი პროცესორის წარმადობით. მეორე ადგილზეა MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი Dimensity 1000+ ინტეგრირებული 5G მოდემით. მესამე ადგილზეა Qualcomm-ის კიდევ ერთი ჩიპი - გასულ წელს გამოსული Snapdragon 855 Plus. რეიტინგი მეოთხე ადგილიდან მეათემდე: Huawei HiSilicon Kirin 990 5G; Qualcomm Snapdragon 855; Huawei HiSilicon Kirin 990; MediaTek Dimensity 1000L; Huawei HiSilicon Kirin 980; Huawei HiSilicon Kirin 985 5G; MediaTek Dimensity 820. ამრიგად, რეიტინგში შევიდა Qualcomm-ისა და MediaTek-ის სამი პროცესორი, აგრეთვე Huawei HiSilicon-ის ოთხი ჩიპი. მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის რეიტინგში, დიდი ალბათობით, ლიდერი იქნება Snapdragon 865 Plus, რომელიც 3.09 გჰც-მდე სიხშირეზე იმუშავებს. https://bit.ly/3a8yfiu Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.