Magdalena Posted August 8, 2020 Share Posted August 8, 2020 ვრცელდება ცნობები, რომ განახლებული MacBook Air შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე გამოვიდეს. ადრე უკვე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ახალი ულტრაბუკის ბატარეა სერტიფიცირებულია ჩინური და დანიური მარეგულირებლების მიერ. ახალი ცნობების თანახმად, ასეთივე ბატარეის სერტიფიცირება მოხდა სამხრეთკორეული ორგანიზაცია Safety Korea Certification-ის მიერ. macrumors.com პარალელურად, გამოჩნდა ამ ბატარეის ფოტო, რომელიც დამაჯერებლად მიუთითებს იმაზე, რომ იგი განკუთვნილია MacBook Air-ისთვის. ბატარეის მოდელის ნომერია A2389, მოცულობა შეადგენს 4380 მა/სთ-ს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გამოვა ახალი MacBook Air. ცნობილია, რომ იგი იქნება Apple-ის ერთ-ერთი პირველი კომპიუტერი, რომელიც დამყარებული იქნება კომპანიის საკუთარ ARM-პროცესორზე და ბაზარზე გამოვა მიმდინარე წლის ბოლომდე. macrumors.com საკუთარი წარმოების ჩიპებზე გადასვლის შესახებ Apple-მა განაცხადა WWDC კონფერენციაზე მიმდინარე წლის ივნისში. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი ორ წელიწადს გაგრძელდება. თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, პირველად კომპიუტერის რომელ მოდელს ექნებოდა ახალი პროცესორი. მოსალოდნელია, რომ წარმადობის ზრდის პარალელურად, Apple-ის ARM-პროცესორები უზრუნველყოფენ არნახულ ავტონომიურობას ბევრად უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის გამო, ვიდრე Intel-ის ამჟამად არსებული პროცესორები. მიიჩნევა, რომ 49,9 ვტ·სთ ბატარეა უზრუნველყოფს MacBook Air-ს 11-საათიანი მუშაობით ვებ-გვერდების ნახვის რეჟიმში. https://bit.ly/3ihMZhX Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.