Jump to content

ახალი დეტალები 10-ნანომეტრიანი Intel Alder Lake პროცესორების შესახებ -დამზადებულია დიდი რაოდენობით კონფიგურაციები


Recommended Posts

image.jpeg

ჰიბრიდული არქიტექტურის მქონე მე-12 თაობის Intel Core პროესორების სერია, ასევე ცნობილი, როგორც big.LITTLE, 2021 წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს, რაც კომპანიამ გასულ თვეში დაადასტურა. ამ დრომდე გავრცელებული მახასიათებლების თანახმად, Alder Lake-S სერიის პროცესორებში მინიმუმ სამნაირი ვარიანტი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა ახალი ცნობებით, Intel ამზადებს გაცილებით მეტ პროცესორს სხვადასხვა კონფიგურაციით. 

პროცესორები დაყოფილია ორ სერიად: Alder Lake-S და Alder Lake-P. გაირკვა, რომ თითოეულ სერიაში შევა 2-დან 8 დიდი ბირთვის მქონე და 0-დან 8 პატარა ბირთვის მქონე პროცესორები. Alder Lake-S სერიაში წარმოდგენილი იქნება კონფიგურაციები მხოლოდ 1 ინტეგრირებული გრაფიკის ბლოკით, Alder Lake-P კი შემოგვთავაზებს 2 ბლოკამდე ინტეგრირებულ გრაფიკას, თუმცა ამასთან დიდი ბირთვების რაოდენობა 6-მდე იქნება შეზღუდული. პატარა ბირთვების რაოდენობაც ისევე, როგორც Alder Lake-S-ის შემხვევაში, იქნება 0-დან 8-მდე. ინტეგრირებული გრაფიკის მოდელი უცნობია, დიდი ალბათობით, ეს იქნება მომდევნო თაობის Intel Xe. 

ქვემოთ წარმოდგენილია ამჟამად ცნობილი Alder Lake სერიის ყველა მოდელი, პროცესორების კონფიგურაციები მითითებულია 8+8+1 ფორმით, სადაც პირველი ციფრი მიუთითებს დიდი ბირთვების რაოდენობაზე, მეორე ციფრი - პატარა ბირთვების რაოდენობაზე, მესამე კი - ინტეგრირებული გრაფიკის ბლოკების რაოდენობაზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: coelacanth-dream.com 

image.png 

 

Link to comment
Share on other sites

თუ გამოვიდა მართლა 2021 მეორე ნახევრისთვის მაინც და 10 ნანოზე იქნება 8 ბირთვი + 8 პატარა ბირთვით (ნუ ჰიბრიდული არქიტექტურაა რომელიც აქამდე არ გამოუყენებია ინტელს დესკტოპ პროცესორებში, წააგავს რაღაცის მობილური პროცესორების ვარიანტს სმარტფონებში) შეიძლება არ გამოუვიდეთ ცუდი მაგ სიმძლავრის პროცესორებში + მაგაზე უკვე ეგეთივე ძლიერი ინტეგრირებული ედებაო რასაც სექტემბერში მობილურ 10 ნანომეტრიან პროცესორებში ჩადებენ, XE სერია თუ რაც ქვია მაგ ინტეგრირებულს, ეგ პატარა ბირთვები ვითომ უფრო ნაკლები ნაგრუზკის ტასკებისთვის ექნებაო პარარელურათ რომ გამოიყენოს, 8 ასნავნოი ბირთვი (მგონი ექნება მაინც მულტითრიდინგიც მაგეებზე, ანუ ფორმალურათ როგორც მივხდი 16 თრიდიანი + 8 პატარა ბირთვით, შეიძლება ვცდებოდე) კი სერუოზული ნაგრუზკებისთვის უკვე, გეიმინგი,რენდერი და ასე შემდეგ, საინტერესო ისაა რომ 6 ბირთვიანზეც და 8 ბირთვიანზეც ექნება 8 მინი ბირთვი, გეიმინგისთვის ყველაზე ძლიერი იყოს შეიძლება საინტერესო, ეგ უნდა გამოვიდეს ვითომ 2022 დასაწყისისთვის, ცოტა ადრე ზენ4 გამოვა, იდეაში ორივეს ექნება DDR5 მხარდაჭერა უკვე, რახან მაგ დროისთვის უნდა გამოვიდეს DDR5-იც წესით, ან ექნება ან ცოტა მოგვიანებით დაემატება ბიოსის განახლებით უკვე, თუმცა წესით გამოსვლიდან უნდა ქონდეთ, მატება ზენ3 ექნება შეიძლება მინიმუმ 15% VS 3000 სერიის რიზენებს თუ შევადარებთ, მაგრამ ზენ4 დაცდა ჯობს მაინც DDR5-ზე უკვე, ეგ და მაგის შემდეგი იქნება კარგი რამე რიზენებში, ინტელებში კიდე თუ შობეს 7 ნანომეტრი ალდერ ლეიკის შემდეგ ეგ იყოს შეიძლება სერიოზული წარმადობით, თუ ვერა მაგ ალდერ ლეიკით მარტო გაუჭირდებათ 10 ნანომეტრზე კიდე უფრო სერიოზული რამის გამოშვება DDR5 თუ უშველით ისევე რამეში, მაგრამ ეგ ხომ ალდერ ლეიკზეც ექნება უკვე წესით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.