Jump to content

AMD-მ წარადგინა ორი ახალი ორბირთვიანი Zen პროცესორი 6 ვტ სიმძლავრით


Recommended Posts

image.png

მომხმარებლების უმეტესობას სურს ფლობდეს კომპიუტერს ყველაზე მძლავრი მაკომპლექტებლებით, რათა მაქსიმალური კომფორტი მიიღონ გეიმინგისგან. თუმცა ყველას არ სჭირდება მძლავრი და ვირადღირებული კომპონენტები, რადგანაც ბევრი ამოცანისთვის საკმარისია დაბალბიუჯეტური და ეკონომიური სისტემური მაკომპლექტებლები. სწორედ ამგვარი მომხმარებლებისთვის ზედმეტი გახმაურების გარეშე კომპანია AMD-მ გამოუშვა ორი ახალი მობილური პროცესორი: AMD 3015e და AMD 3020e. ეს ჩიპები წარმოებულია 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით Zen არქიტექტურაზე, აქვთ ორი ბირთვი, 6 ვატი სიმძლავრე და დაკომპლექტებულნი არიან ინტეგრირებული Vega 3 გრაფიკით.  

AMD 3015e პროცესორს აქვს მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა, მისი საბაზისო ტაქტის სიხშირეა 1200 მჰც, ტურბო-სიხშირე - 2300 მჰც. ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Vega 3 მუშაობს 600 მჰც სიშირეზე და აქვს DDR4 1600 მჰც მეხსიერების მხარდაჭერა.  

AMD 3020e ჩიპსაც აქვს ასევე ორი Zen ბირთვი, თუმცა არ გააჩნია მრავალნაკადიანი რეჟიმის მხარდაჭერა, საბაზისო სიხშირე მის შემთხვევაშიც 120 მეგაჰერცია, ტურბო სიხშირე კი გახლავთ 2600 მჰც. Vega 3 გრაფიკული პროცესორის სიხშირეა 1000 მჰც-მდე, აქვს DDR4 2400 მჰც მეხსიერების მხარდაჭერა. 

image.png 

კომპანია Lenovo-მ უკვე წარადგინა AMD 3015e  ჩიპის მქონე ორი ახალი ლეპტოპი - მეორე თაობის Lenovo 100e და 300e. Lenovo 100e მოდელს აქვს 4 გბ DDR4 მეხსიერება, 64 გბ მოცულობის eMMC დისკი, Wi-Fi 6, 11.6-დუიმიანი ეკრანი 720p გაფართოებით და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე.  

მეორე თაობის Lenovo 300e მოდელს აქვს ანალოგიური მაკომპლექტებლები მოძრავი სახრის დამატებით, რომელიც ეკრანის 360°-ით ბრუნვის საშუალებას იძლევა, ასევე აქვს სტილუსი და დამატებითი SSD 128 გბ მოცულობით. ახალი პროცესორი AMD 3015e, რომელიც ლეპტოპებშია დაყენებული, იმუშავებს დაახლოებით 20%-ით სწრაფად, ვიდრე Intel Celeron N4120. 

image.png 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.