Magdalena Posted August 7, 2020 Share Posted August 7, 2020 ივლისის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ NVIDIA მალე აპირებდა GeForce RTX 2000 სერიის (Turing) ვიდეო დაფების წარმოების შეწყვეტას, რადგანაც კომპანიამ უკვე დაიწყო მზადება Ampere გრაფიკული პროცესორების ბაზაზე შექმნილი ახალი დაფების გამოშვებისთვის მზადება. მას შემდეგ NVIDIA-ს პარტნიორებმა დაიწყეს თავიანთი პროდუქციის მოცულობის შემცირება, მაღაზიებმა კი სწრაფად მოუმატეს ფასები საწყობებში დარჩენილ ვიდეო დაფებს. რესურს MyDrivers-ის ინფორმაციით, რომელიც ბაზარზე ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობას ადევნებს თვალყურს, გარკვეული პერიოდის წინ საერთოდ შეწყდა GeForce RTX 2080 Ti და GeForce RTX 2080 SUPER მოდელების წარმოება. ცოტა ხნის წინ კი NVIDIA-მ შეწყვიტა შეკვეთების მიღება GeForce RTX 2070 SUPER-ისთვის განკუთვნილი გრაფიკული ჩიპების ახალი პარტიის წარმოებაზე. რესურსი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ამ მოდელისთვის განკუთვნილი GPU-ების მიწოდება და სამომავლოდ ჩიპების წარმოება უკვე აღარ იგეგმება. ამავე დროს წყარო აღნიშნავს GeForce RTX 2060 და GeForce GTX 1660 ვიდეო დაფებზე ფასის ზრდას. ეს დაფები კვლავ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა ყველაზე ხშირად არა გეიმერებს, არამედ კრიპტო მაინერებს შორის. შედეგად, ამგვარი ვიდეო დაფების ფასი მაღაზიებში, მოდელების მიუხედავად, გაიზარდა საშუალოდ 5-20 აშშ დოლარით. ასევე გაიზარდა ამათი საწარმოო თვითღირებულებაც - დაახლოებით 4-6 აშშ დოლარით. ზემოთხსენებული რესურსი ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ცნობების თანახმად NVIDIA აპირებს წარადგინოს Ampere არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი მოდელები GeForce RTX 3080 Ti და RTX 3080 17 სექტემბერს, RTX 3070 და RTX 3060 მოდელები კი ბაზარზე გამოვა ოქტომბერსა და ნოემბერში, შესაბამისად. https://bit.ly/2XvR9uz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 7, 2020 Share Posted August 7, 2020 2080Ti ვუყურებ 1200$-1400$ ღირს და დაიწყო ისევე out of stock ამაზონ-ნიუეგზე, მაინერები ამოძრავდენ როგორც ჩანს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.