Jump to content

GeForce RTX 2070 SUPER-ის გამოშვება შეწყდა, GeForce RTX 2060 და GeForce GTX 1660 კი ძვირდება მაინერების გამო


Recommended Posts

ივლისის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ NVIDIA მალე აპირებდა GeForce RTX 2000 სერიის (Turing) ვიდეო დაფების წარმოების შეწყვეტას, რადგანაც კომპანიამ უკვე დაიწყო მზადება Ampere გრაფიკული პროცესორების ბაზაზე შექმნილი ახალი დაფების გამოშვებისთვის მზადება. მას შემდეგ NVIDIA-ს პარტნიორებმა დაიწყეს ავიანთი პროდუქციის მოცულობის შემცირება, მაღაზიებმა კი სწრაფად მოუმატეს ფასები საწყობებში დარჩენილ ვიდეო დაფებს. 

image.jpeg 

რესურს MyDrivers-ის ინფორმაციით, რომელიც ბაზარზე ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობას ადევნებს თვალყურს, გარკვეული პერიოდის წინ საერთოდ შეწყდა GeForce RTX 2080 Ti და GeForce RTX 2080 SUPER მოდელების წარმოება. ცოტა ხნის წინ კი NVIDIA-მ შეწყვიტა შეკვეთების მიღება GeForce RTX 2070 SUPER-ისთვის განკუთვნილი გრაფიკული ჩიპების ახალი პარტიის წარმოებაზე. რესურსი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ შედგა ამ მოდელისთვის განკუთვნილი GPU-ების მიწოდება და სამომავლოდ ჩიპების წარმოება უკვე აღარ იგეგმება. 

მავე დროს წყარო აღნიშნავს GeForce RTX 2060 და GeForce GTX 1660 ვიდეო დაფებზე ფასის ზრდას. ეს დაფები კვლავ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა ყველაზე ხშირად არა გეიმერებს, არამედ კრიპტო მაინერებს შორის. შედეგად, ამგვარი ვიდეო დაფების ფასი მაღაზიებში, მოდელების მიუხედავად, გაიზარდა საშუალოდ 5-20 აშშ დოლარით. ასევე გაიზარდა ამათი საწარმოო თვითღირებულებაც - დაახლოებით 4-6 აშშ დოლარით. 

ზემოთხსენებული რესურსი ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ცნობების თანახმად NVIDIA აპირებს წარადგინოს Ampere არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი მოდელები GeForce RTX 3080 Ti და RTX 3080 17 სექტემბერს, RTX 3070 და RTX 3060 მოდელები კი ბაზარზე გამოვა ოქტომბერსა და ნოემბერში, შესაბამისად. 

Link to comment
Share on other sites

2080Ti ვუყურებ 1200$-1400$ ღირს და დაიწყო ისევე out of stock ამაზონ-ნიუეგზე, მაინერები ამოძრავდენ როგორც ჩანს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.