Jump to content

ფლაგმანურმა Intel Tiger Lake-მა უკან ჩამოიტოვა Ryzen 7 4800U ერთბირთვიან ტესტში, თუმცა საერთო ჯამში მაინც ჩამორჩება


Recommended Posts

10-ნანომეტრიანი Intel Tiger Lake პროცესორების გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და, შესაბამისად, სულ უფრო მეტი რამ ხდება მათ შესახებ ცნობილი. ამჯერად ცნობილი გახდა ახალი თაობის ფლაგმანის, Core i7-1165G7-ის ტესტირების შედეგები PassMark ბენჩმარკზე. ასევე მოხდა ამ შედეგების შედარება ფლაგმანური AMD Ryzen 7 4800U მოდელის მაჩვენებლებთან. 

image.jpeg 

Core i7-1165G7 პროცესორს, არაოფიციალური ცნობებით, აქვს ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირე 2.8 გჰც-ის ტოლია, მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი აღწევს 4.7 გჰც-ს. თავის მხრივ, AMD Ryzen 7 4800U მოდელს აქვს ორჯერ მეტი ბირთვი და ნაკადი (8/16), თუმცა მუშაობს უფრო დაბალ სიხშირეებზე - 1.8/4.2 გჰც. TDP-ის დონე ორივე პროცესორის შემთხვევაში 15 ვატია. 

image.jpeg 

ერთბირთვიან ტესტში Core i7-1165G7 მოდელის მაჩვენებელია 3273 ქულა, Ryzen 7 4800U პროცესორის საშუალო შედეგი კი 2631 ქულაა. 24 %-ით მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია პირველ რიგში უფრო მაღალი ტაქტის სიხშირით, აგრეთვე შესაძლოა თავად Willow Cove არქიტექტურის უკეთესი წარმადობით. 

image.jpeg 

PassMark-ის თანახმად, წარმადობის საერთო შეფასებით, რომელიც მრავალბირთვიან ტესტებსაც მოიცავს, AMD-ის პროცესორი წინ არის. Ryzen 7 4800U პროცესორის შედეგია 17 552 ქულა, Core i7-1165G7 მოდელისა კი - 13 372 ქულა. განსხვავება 31.3 %-ს შეადგენს. 

დასასრულს დავამატებთ, რომ Intel Tiger Lake პროცესორების გამოსვლის ზუსტი ვადა ჯერჯერობით უცნობია. Intel-მა დიდი ვირტუალური ღონისძიება დაგეგმა 2 სექტემბრისთვის, რომელზეც დიდი  ალბათობით შედგება კიდეც ახალი პროცესორების წარდგენა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.