Jump to content

Tesla-მ 2020 წელს გაყიდა იმაზე მეტი ელექტრომობილი, ვიდრე მისმა სამმა მთავარმა კონკურენტმა ერთად


Recommended Posts

Tesla ლიდერია ელექტრომობილების გაყიდვის მხრივ და როგორც რესურსი Electrek აცხადებს, მან 2020 წლის გაყიდვების მაჩვენებლით გადააჭარბა ელექტრომობილების მწარმოებელი სამი სხვა უმსხვილესი კომპანიის რეალიზაციის ჯამურ მაჩვენებელს. 

image.jpeg 

ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია უკვე დიდი ხანია ლიდერია სრულიად ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის კუთხით, თუმცა საწარმოო ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ Tesla დაკარგავდა ამ პოზიციას, რადგანაც სულ უფრო მეტი საავტომობილო კომპანია იწყებს ელექტრომობილების გამოშვებას. 

თუმცა ამგვარი რამ არ მოხდა, სატატისტიკა მოწობს, რომ Tesla კვლავ შესამჩნევად ლიდერობს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების მხრივ ბაზარზე სხვა კომპანიების მოდელების გამოჩენის მიუხედავად. 

ბლოგ EV Sales-ის ავტორმა José Pontes-მა, რომელიც ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების მონიტორინგითაა დაკავებული, განაცხადა, რომ Tesla კვლავ პირველ ადგილს იკავებს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელთა რეიტინგში. მისი წილი ბაზრის 28 %-ს შეადგენს. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ Tesla არა მხოლოდ ლიდერობს, არამედ აქვს ელექტრომობილების რეალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ვიდრე მის მომდევნო სამ მანქანათმშენებელ კომპანიას ერთად. ეს კომპანიებია Renault-ისა და Nissan-ის ალიანსი, Volkswagen და ჩინური BYD.  

image.jpeg 

თუკი მხედველობაში მივიღებთ ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებს, კომპანიების რეიტინგი იცვლება, თუმცა Tesla მაინც ზედა პოზიციაზე რჩება. ილონ მასკის კომპანიის საბაზრო წილი 19 %-ს შეადგენს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.