Jump to content

Silent Hill გახდება PS5-ის „ექსკლუზივი“ - თამაში დაანონსდება PlayStation 5-ის თამაშების პრეზენტაციაზე


Recommended Posts

image.jpeg

Silent Hill-ის ოფიციალური Twitter-გვერდის გახსნა რეალური ნაბიჯია და არა ყალბი ინფორმაცია, თამაშის შესახებ სამომავლო სიახლეები სწორედ აქ გამოქვეყნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Silent Hill-ის ხელახალი გამოშვების წარდგენა შედგება აგვისტოს დასაწყისში, PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი მორიგი ონლაინ-პრეზენტაციის ფარგლებში. 

image.jpeg 

თარგმანი: ატმოსფერო - ეს ყველაფერია, Dead by Daylight იწვევს შიშს, Silent Hill -ის დამთრგუნველი ატმოსფერო სქრინშოტებზე 

ანონსის ძირითადი დეტალები: 

  • თამაშს ქმნის Sony Japan Studios და იგი ექსკლუზივი იქნება PS5-ისთვის; 

  • 2019 წელს იაპონიაში დაიწყო მუშაობა ახალ Silent Hill-ზე; 

  • თამაშის მთავარი დეველოპერია კეიტიირო ტოიამა, ორიგინალი Silent Hill-ისა და Siren-ის ავტორი. მუსიკას წერს აკირა იამაოკო, არტით კი დაკავებულია მასაჰირო იტო. მოკლედ, Silent Hill 5-ს ქმნის სერიის ორიგინალი გუნდი. 

  • თამაშს უკვე აქვს დემო. მას საზოგადოებას წარუდგენენ ანონსის შემდეგ, რომელიც მალე შედგება. 

image.jpeg 

ბოლო თვეებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Konami-ს სურს Silent Hill-ის სერიის მსუბუქი გადატვირთვა, რომელსაც დაერქმევა უბრალოდ „Silent Hill“. ცნობილია, რომ სერია ხელახლა გააცნობს და საშუალებას მისცემს როგორც ახალ, ასევე ძველ მოთამაშეებს დატკბნენ თამაშით ისე, რომ სერიების გასული მოვლენების შესახებ არ იცოდნენ. 

image.jpeg 

ღონისძიება შედგება 6 აგვისტოს და მისი მსვლელობისას დასახელდება PlayStation 5 კონსოლის გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი. 

Link to comment
Share on other sites

სამწუხაროდ 6 აგვისოტს არაფერს არ აჩვენებენ PS5-ზე, მხოლოდ PSVR-ის და PS4-ის სიახლეები იქნება როგორც ვიდეოში ამბობს სიდნი.

ისე კი თვის ბოლომდე იქნება სიახლე სავარაუდოდ ფასზე და გამოსვლის თარიღზე.

პ.ს. SILENT HILL-ის რებუთი გამოვა, მე ვფიქრობ უფრო 2021-2022-ში, იმედია საბოლოოდ ცოტა ნორმალური მაინც იქნება და არ მოკლავენ ფრანჩაიზს 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.