Magdalena Posted August 3, 2020 Share Posted August 3, 2020 უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ განიხილავს 19 კრიპტოაქტივის ლისტინგის საკითხს. ლისტინგის პრეტენდენტებს შორისაა DeFi-ტოკენები, Ethereum-ით უზრუნველყოფილი მონეტები და სხვა აქტივები: Ampleforth, Band Protocol, Balancer, Blockstack, Curve, Fetch.ai, Flexacoin, Helium, Hedera Hashgraph, Kava, Melon, Ocean Protocol, Paxos Gold, Reserve Rights, tBTC, The Graph, THETA, UMA და WBTC. ამ აქტივების უმეტესობის კაპიტალიზაცია მეტად დაბალია - განხილვაში მყოფი არც ერთი მონეტა არ შედის CoinMarketCap-ის ან CoinGecko-ს ტოპ 30 რეიტინგში. Coinbase-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გააგრძელებენ ახალი კრიპტოვალუტების კვლევას. დროთა განმავლობაში კომპანია გეგმავს მოიცვას „ბრუნვაში არსებული ყველა ციფრული აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციის არანაკლებ 90%“. შეგახსენებთ, ადრე Coinbase-მა დაამატა კრიპტოვალუტა Algorand-ის მხარდაჭერა. მონეტის ფასი ლისტინგის შემდეგ 30%-ით გაიზარდა. https://bit.ly/3jZQURY Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.