Magdalena Posted August 1, 2020 Share Posted August 1, 2020 სამხრეთკორეულმა გიგანტმა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ანგარიში. დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია ნახევრადგამტარ პროდუქციაში ახალი ტექნოლოგიური ნორმების დანერგვის შესახებ. ცნობილია, რომ Samsung-მა დაიწყო 5-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი გამოშვება. როგორც ინტერნეტ-წყაროები ამტკიცებენ, ამ ტექნოლოგიით დამზადდება მომდევნო თაობის ფლაგმანური პროცესორი Exynos. საუბარია Exynos 1000 ჩიპზე, რომელიც საფუძვლად დაედება Galaxy S21 სერიის სამომავლო სმარტფონების მოდიფიკაციებს. ანონსი მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ამას გარდა, ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ Samsung-ის სპეციალისტები მუშაობენ ჩიპების წარმოების 4-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე, თუმცა ამ ტექნოპროცესით წარმოებული კომერციული პროდუქტების გამოსვლის ვადაზე ცნობილი ჯერ არაფერია. Samsung-ი ასევე გვაცნობებს ინვესტიციების შესახებ, რომელიც მიმართულია კორეის ქარხნის საწარმოო სიმძლავრის გაფართოებისკენ. სწორედ აქ იქმნება EUV-პროდუქტების წარმოების ხაზი, რომელიც მზადდება 5-ნანომეტრიანი და უფრო მცირე ტექნოპროცესებით. ეს საწარმოო ხაზი გადამწყვეტ როლს შეასრულებს კომპანიისთვის - გააფართოვოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სამომავლო გადაწყვეტილებების გამოყენების მასშტაბები, რომელთა შორისაა 5G, მაღალი წარმადობის გამოთვლები და ხელოვნური ინტელექტი. ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2021 წლის მეორე ნახევრისთვის. https://bit.ly/3hOIJ9f Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.