Jump to content

საინვესტიციო პლატფორმა eToro გამოუშვებს საკუთარ სადებეტო ბარათს


Recommended Posts

image.jpeg

საინვესტიციო პლატფორმა eToro, რომელზეც მხარდაჭერილია Bitcoin-ითა და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, გეგმავს საკუთარი სადებეტო ბარათის გამოშვებას. მისი პირველი მფლობელები გახდებიან დიდ ბრიტანეთის eToro Club-ის წევრები, შემდგომში კი შეკვეთის საშუალება მიეცემათ ევროკავშირის რეზიდენტებსა და ყველა მსურველს, რომლებიც არ არიან კლუბის წევრები - წერს TechCrunch. 

ბარათის ემიტენტი იქნება eToro-ს მიერ შეძენილი კომპანია Marq Millions, რომელსაც აქვს ელექტრონული ფულის ოპერატორისა და Visa-ს წევრობის ლიცენზია. Marq Millions-ი დასახელებას შეცვლის eToro Money-თ, კომპანიის ძველი მენეჯმენტი პოზიციებს შეინარჩუნებს. 

გარიგების ფარგლებში eToro ასევე მიიღებს EMI ლიცენზიას ბრიტანეთის ფინანსური მეთვალყურეობის სამმართველოსგან (FCA), ასევე Visa-ს საგადახდო სისტემის სრულფასოვანი წევრის სტატუსს. 

არსებული ინფორმაციით, სადებეტო ბარათი უზრუნველყოფს ფულის დაუყოვნებლივ მიღებას და გატანას. eToro-ში აღნიშნავენ, რომ ამგვარად პლატფორმის მომხმარებლებს მიეცემათ დამატებითი საშუალება - მოგება მიიღონ ფიატზე. 

eToro-ს წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთეს მინიშნება, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვიდოდა ბარათი. გადავადების მიუხედავად, რაც პანდემიამ გამოიწვია, eToro-ს ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი იონი ასია ახალი პროდქტის მიმართ დიდ ინტერესს ელის პლატფორმაზე რეგისტრირებული 14 მილიონი მომხმარებლის მხრიდან. 

შეგახსენებთ, აპრილში Visa-ს fintech-პროგრამას Bitcoin-ში ქეშბექის მქონე სადებეტო ბარათის შექმნისთვის შეუერთდა საგადახდო აპლიკაციების დეველოპერი Fold. 

ივლისში პოპულარული Lightning-საფულე Zap-ის დეველოპერმა კომპანიამ განაცხადა, რომ Visa-სთან ერთად გეგმავს Bitcoin-გადახდებისთვის განკუთვნილი ბარათის გამოშვებას. 

Visa-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან აქტიურად შეუწყონ ხელი ციფრული გადახადების ფეროს განვითარებას. კომპანია აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ციფრული გადახადების უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, ასევე დაეხმაროს კრიპტო-პროექტებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.