Magdalena Posted July 31, 2020 Share Posted July 31, 2020 გასული წლის ოქტომბერში Microsoft-ის პროდუქტების დირექტორმა Panos Panay-მ განაცხადა, რომ 2020 წელს ბაზარზე უნდა გამოვიდეს ორეკრანიანი დასაკეცი მოწყობილობების სერია - პლანშეტი Surface Neo - Windows-ის ბაზაზე და სმარტფონი Surface Duo – Android-ზე. პირველი მათგანის გამოსვლა წელს დიდი ალბათობით ვეღარ მოესწრება, მეორე კი როგორც ჩანს ბაზარზე იმაზე ადრე გამოვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რესურსი Windows Central მთავარ რედაქტორ Zac Bowden-ის გზავნილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Microsoft Surface Duo-ს მიწოდება 24 აგვისტოდან დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით, მოიაზრება ანონსის თარიღი: უცნაური იქნებოდა დაიწყოს მოწყობილობის გაყიდვა ოფიციალური ანონსის გარეშე. ამასთან, ცნობილია, რომ Surface Duo-ს მასობრივი წარმოება უკვე დაწყებულია. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Surface Duo-ს წარდგენა და გაყიდვა დაიწყებოდა 2020 წლის ბოლოს. შემდეგ სხვადასხვა წყარო აცხადებდა, რომ Microsoft-ი გამოშვების ვადამდე არსებულ დროს შეამცირებდა. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რთული ვითარების მიუხედავად კორპორაციამ ეს მაინც შეძლო. იმას, რომ მოწყობილობის ანონსი მოახლოვდა, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ გაჯეტი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მარეგულირებლების სხვადასხვა სასერტიფიკაციო მონაცემთა ბაზებში, რომელთა შორისაა FCC, Bluetooth SIG და UL LLC. გარდა ამისა, სმარტფონი Surface Duo ბოლო პერიოდში აქტიურად ჩანდა კომპანიის ტოპ-მენეჯერების ხელში. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Microsoft-ის პირველ Android-სმარტფონს ექნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 855, 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, ორი 5.6-დუიმიანი AMOLED დისპლეი, ერთი 11-მეგაპიქსელიანი კამერა და საფირმო სტილუს Surface Pen-ის მხარდაჭერა. https://bit.ly/3fbJUxX Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted August 12, 2020 Share Posted August 12, 2020 Surface Duo-ს პრე ორდერი დაიწყო მაიკროსოფტმა 1399$-ად, უსა-ონლი: https://www.anandtech.com/show/15970/microsoft-opens-preorders-for-surface-duo საკმაოდ მოძველებული და მოკრძალებული ტექ სპეცები აქვს და აშკარად საცდელი დევაისი უფროა, ვიდრე მასობრივ მარკეტსა და მოგებაზე გათვლილი: Microsoft Surface Duo Surface Duo SoC Qualcomm Snapdragon 855 1x Kryo 485 (Cortex-A76) @ 2.84GHz 3x Kryo 485 (Cortex-A76) @ 2.42GHz 4x Kryo 485 (Cortex-A55) @ 1.80GHz Adreno 640 @ 585MHz DRAM 6GB LPDDR4X Display Dual 5.6" solid OLED with 360° hinge 1800 x 1350 (4:3) Unfolded 8.1" effective diagonal at 2700x1800 (3:2) Size Height 145.2 mm Width 93.3 mm (closed) - 186.9 mm (open) Depth 9.9mm (closed) - 4.8 mm (open) Weight 250 grams Battery Capacity 3577mAh total (dual cells) Wireless Charging - Rear Cameras Main 11MP 1.0 µm f/2.0 Telephoto - Wide - Extra - Front Camera - Storage 128 / 256 GB UFS 3.0 I/O USB-C Wireless (local) 802.11ac Wave 2 Wi-Fi Bluetooth 5.0 LE + NFC Cellular (Category 12/5) DL = 1200Mbps 5x20MHz CA, 256-QAM UL = 150Mbps 2x20MHz CA, 64-QAM Other Features It folds Dual-SIM 1x nanoSIM + eSIM Launch Price $1399 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.