Magdalena Posted July 29, 2020 Share Posted July 29, 2020 ბოლო საიხლეების თანახმად, Intel-მა მიაღწია TSMC-თან შეთანხმებას მომდევნო წელს 180 ათასი 6-ნანომეტრიანი ჩიპის წარმოების შესახებ. Intel-ის წარმოების შეფერხების გამო მომდევო წელს AMD გააფართოვებს პროცესორებისა და გრაფიკული ჩიპების მიწოდების მასშტაბებს და გააგრძელებს დესკტოპ კომპიუტერების, ლეპტოპებისა და სერვერების ბაზრის წილის დაკავებას. AMD-მ გაზარდა TSMC-ისთვის შეკვეთილი 7-ნმ და 7-ნმ+ ჩიპების რაოდენობა 200 ათას ერთეულამდე. მომდევნო წელს კომპანია გახდება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი დამკვეთი. თავის მხრივ, Intel-ისა და AMD-ისგან მიღებული შეკვეთების წყალობით TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე სრულიად დატვირთული იქნება 2021 წლის პირველ ნახევარში. 2021 წელს Intel გამოიყენებს TSMC-ის 6-ნანომეტრიან წარმოებას დიდ მასშტაბებში და გააგრძელებს 2022 წელს მაღალი წარმადობის 3-ნანომეტრიანი პროდუქტების გამოყენებას. გრაფიკული ჩიპების წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მათი წარმოება უფრო ადვილია, ვიდრე პროცესორებისა, TSMC-ს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. პირველი დესკტოპ დისკრეტული ვიდეო დაფა Intel Xe DG1-ის წარდგენა უნდა მოხდეს 14 აგვისტოს. არსებული ცნობებით, იგი წარმოებული იქნება Intel-ის საკუთარი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ვიდეო დაფას აქვს 96 გამომთვლელი ბლოკი, მოიცავს 768 ბირთვს, რომელთა საბაზისო სიხშირეა 1 გჰც და შესაძლებელია 1.5 გჰც-მდე აჩქარება. ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს 3 გბ-ს, TPD-ის დონე კი - მხოლოდ 25 ვატს. მაღალი წარმადობის დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Xe DG2-ში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება TSMC-ის 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და არა 7-ნანომეტრიანი, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. https://bit.ly/2EtU4NT Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 29, 2020 Share Posted July 29, 2020 არ დაიჯერება მაგ ისტოჩნიკის, იგივე ჩინური ისტოჩნიკია რომელიც ამტკიცებდა რომ Zen 3 5 ნანომეტრზე იქნებაო, zen 2 5GHZ დარაზგონდებაო და ბოლოს ზენ3 შემდეგი წლისთვის გადაიდოო, ჯერ არცერთი ეგეთი ინფო არ ამხდარა, შეიძლება არც ეგ იყოს რეალური Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted July 29, 2020 Share Posted July 29, 2020 ბარემ 1 ნმ ზე შეუთანხმდნენ...დარჩებათ ფარატინა ქაღალდად მაინც დიდი ხანი 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.