Jump to content

სრული დამუხტვა 15 წუთში: Qualcomm-მა წარადგინა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია Quick Charge 5


Recommended Posts

კომპანია Qualcomm-მა წარადგინა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია Quick Charge 5 (QC5), რომელიც განკუთვნილია Snapdragon 865-ზე, Snapdragon 865 Plus-სა და მოდევნო თაობის პროცესორებზე მომუშავე ფლაგმანური მობილური მოწყობილობებისთვის, რომელთაც დიდი მოცულობის ბატარეა გააჩნიათ. კომპანიის განცხადებით, QC5 ათჯერ სწრაფია ორიგინალ Quick Charge 1 დამუხტვასთან შედარებით, რომელიც გამოვიდა 2013 წელს, და ოთხჯერ სწრაფია, ვიდრე Quick Charge 4, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. 

image.jpeg 

Quick Charge 5 ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას 100 ვატზე მეტი სიმძავრის დამტენი მოწყობილობები. კომპანია Qualcomm-ის დამტენი მოწყობილობების განყოფილების ხელმძღვანელ Josh Warner-ის თქმით ახალი სტანდარტი Quick Charge 5 არის „დამუხტვის ყველაზე სწრაფი კომერციული სტანდარტი“. 

ახალი ტექნოლოგიის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მისი შესაძლებლობა - 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დამუხტოს სულ რაღაც 5 წუთში. ამასთან, ხსენებული სტანდარტის მქონე მოწყობილობის 100%-ით დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთში. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია გვთავაზობს ეფექტურობის გაზრდილ დონეს (70 %-ით მეი, ვიდრე Quick Charge 4-ის შემთხვევაში), რაც აისახება დამუხტვის დროს ბატარეის 10 °C-ით ნაკლებად გაცხელებაში. Quick Charge 5-ისთვის Qualcomm-მა წარადგინა 17 სხვადასხვა დამცავი ტექნოლოგია, მათ შორისაა დაცვა გადატვირთვისა და გადახურებისგან. 

image.png 

Quick Charge 5 ტექნოლოგიის მაქსიმალურად ეფექტურ ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომპანია მობილური მოწყობილობების მწარმოებლებს სთავაზობს თავიანთ გაჯეტებში ორმაგი ბატარეის გამოყენებას. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფ დამუხტვას და თანაც შემცირდება გადახურების დონე დამუხტვის პროცესში. 

Qualcomm აგრეთვე საუბრობს ტექნოლოგია Qualcomm Battery Saver-ის შესახებ, რომელიც განკუთვნილია სწრაფი დამუხტვისას ბატარეის დეგრადაციის მინიმიზაციისთვის. ამავე დროს მობილური მოწყობილობებს კუთვნილი ანალოგიუი ტექნოლოგიის (მაგალითად, Battery Care  Sony-სგან) გამოყენებაც არ იქნება ზედმეტი.  

Quick Charge 5 ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე პირველი დამტენი მოწყობილობების გამოსვლა მოსალოდნელია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. მსგავსი პროდუქტების რეალიზაციისთვის Qualcomm-მა აგრეთვე წარადგინა კვების მართვის ახალი კონტროლერები SMB1396 და SMB1398. მათ ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას როგორც სადენიანი, ისე უსადენო დამტენები 98 %-ზე მეტი ეფექტურობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.