Magdalena Posted July 28, 2020 Share Posted July 28, 2020 ბელგიურმა სამშენებლო კომპანია Camp C-მ ევროპაში უდიდესი 3D-პრინტერის მეშვეობით უმოკლეს დროში დაბეჭდა ორსართულიანი სახლი. პრინტერის ზომაა 9,75 х 9,75 მეტრი. თავისი მრავალრიცხოვანი „თანამოძმისგან“ განსხვავებით იგი მელნის სახით იყენებს განსაკუთრებულ ბეტონს, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ფენებად დატანვისთვის. სახლების მშენებლობის 3D-ტექნოლოგიას ტრადიციულთან შედარებით მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია: მშენებლობის ტემპის გაცილებით მაღალი მაჩვენებლის პარალელურად იგი საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაიზოგოს სამშენებლო მასალები და საერთო დანახარჯები. პროექტის მენეჯერ მარიიკი აერტსის თქმით, არმატურის ნაცვლად ბეტონში გასამაგრებლად ემატება სპეციალური ბოჭკო, ასევე აღარ არის საჭირო ყალიბების გამოყენება. შედეგად კომპანიამ დაზოგა მასალების დაახლოებით 60%, ასევე დრო და ფინანსური რესურსი. ხსენებული ორსართულიანი სახლის ფართობი თითქმის 300 კვადრატული მეტრია და იგი წარმოადგენს უფრო მეტად ექსპერიმენტულ ნიმუშს, ვიდრე საცხოვრებლად მზა შენობას. თუმცა ასეა თუ ისე, უკვე შესაძლებელია მისი მიკუთვნება საცხოვრებლად კომფორტულ სივრცესადმი, მას ასევე გააჩნია მზის ბატარეები და იატაკქვეშა გათბობა. ბეჭდვის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2WYWmeh Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.