Jump to content

აშშ-ში წარადგინეს „კვანტური“ ინტერნეტის პროექტი: მომავალი უკვე აქ არის?


Recommended Posts

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ღონისძიებაზე წარადგინეს კვანტური ინტერნეტის პროექტი - ასე უწოდა მას ამერიკულმა მასმედიამ. საქალაქთაშორისო კავშირის ხაზების პროტოტიპში გამოიყენება კვანტური ფიზიკის მექანიზმი და იგი აიწყობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს არის ახალი ეპოქის დასაწყისი ტელეკომუნიკაციაში - აცხადებენ შესაბამისი პირები. 

image.jpeg 

2018 წლის ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ეროვნული კვანტური ინიციატივის შესახებ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეგიდით 17 ეროვნული ლაბორატორიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა შეექმნათ ინტერნეტის ისეთი ეროვნული ქსელის გეგმა, რომელიც დამყარებული იქნებოდა კვანტური ფიზიკის პრინციპებზე. შემუშავებს სჭირდებოდა ახალი ტექნოლოგიის ყველა ასპექტი, მოწყობილობის პრნციპებიდან დაწყებული - ალგორითმებით დამთავრებული. საჭირო იყო განვითარების სტრატეგია, ტაქტიკა, ამიტომ დეტალური გეგმისა და უახლოესი პერსპექტივების დადგენის გარეშე პროექტი მხოლოდ ოცნებად რჩებოდა. 

ამჟამად გეგმის დეტალები არ ხმაურდება. უახლოეს პერსპექტივაში მოიაზრება ტრაფიკის გაცვლის სამკვანძიანი წერტილის შექმნა. 83-კილომეტრიანი ოპტიკური ბოჭკოს ბაზაზე ორი ფოტონის წარმატებით დაკავშირდება მოხდა მიმდინარე წლის ზამთარში. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მეცნიერები გვპირდებიან, რომ კვანტურ ხაზებს დააკავშირებენ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ლაბორატორიასა და ილინოისის შტატში არსებულ ფერმის სახელობის ეროვნულ ლაბორატორის შორის, რაც მათ საშუალებას მისცემს - ერთმანეთს დაუკავშირდეს ფოტონები დაახლოებით 130 კილომეტრის დაშორებაზე და ასევე ჩატარდეს ინფორმაციის გაცვლის ექსპერიმეტი. 

თავდაპირველ წყვილში კვანტურის კავშირის ხაზები გამოყენებულ იქნება გადაცემული ინფორმაციის დაცვისთვის. ცალკეულ ფოტონებში ჩარევა გამოავლენს გარე ჩარევის ფაქტს და საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს - კომპრომეტირებულია ინფორმაცია თუ არა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვაია სახელმწიფოებრივი, ფინანსური და სამხედრო მონაცემების გადაცემისას. გაფართოებული კვანტური საკომუნიკაციო ხაზების დამონტაჟება ორ ლაბორატორიას შორის მომავალი 130-კილომეტრიანი ხაზის მაგალითზე საშუალებას იძლევა შემუავდეს კვანტური რეტრანსლატორები, რომელთა გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის ეროვნული კვანტური ინტერნეტის არსებობა. 

საკვანძო დაშიფვრის გასაღებების განაწილებისთვის საკომუნიკაციო ხაზების და ჩვეულებრივი ციფრული ინტერნეტის ერთობლიობა გამოიწვევს ჰიბრიდული კვანტურ-ციფრული ინტერნეტის გამოჩენას. პერსპექტივაში კვანტური ინტერნეტი გვპირდება, რომ უზრუნველყოფს უპრეცედენტო მოცულობის მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობას და კვანტური გამოთვლების კლასტერიზაციასაც კი. თუმცა უახლოეს ათწლეულში მსგავსი რამ ხელმისაწვდომი ვერ გახდება - ამგვარი კომპიუტერები ჯერ არ არსებობს მასიურად და ჯერჯერობით არც არის მოსალოდნელი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.