Jump to content

ფლაგმანურ NVIDIA Ampere ვიდეო დაფებს ექნება 12-კონტაქტიანი კვების კონექტორი 600 ვატამდე ენერგიის გადაცემის უნარით


Recommended Posts

image.jpeg

გრაფიკულ პროცესორ Ampere-ს ბაზაზე შექმნილი NVIDIA RTX ვიდეო დაფების ანონსი სულ უფრო ახლოვდება. ბოლო პერიოდში ახალი დესკტოპ გრაფიკული მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ ბევრი ცნობა ვრცელდება, მათ შორის ნაწილი ამტკიცებს, რომ NVIDIA RTX 3000-სერიის ვიდეო დაფების TDP-ის დონე 300 ვატს აღემატება. იმის მტკიცებულება, რომ მომდევნო თაობის ვიდეო დაფები არც ისე მცირე ენერგომოხმარებისაა, გამოაქვეყნა სიახლეების პორტალმა mydrives.com. წყაროს ინფორმაციით, NVIDIA-მ შესაძლოა დანერგოს ახალი 12-პინიანი (12 ვ) კვების ინტერფეისი ახალი თაობის გრაფიკულ დაფაში. ვიდეო დაფის კოდური დასახელება, რომელშიც შესაძლოა ახალი ინტერფეისი იქნას გამოყენებული, გახლავთ PG142. 

ადრე გავრცელდა ცნობა, რომ RTX 3070 Ti (GA104-400) და RTX 3070 (GA104-300) ვიდეო დაფებს თითქმის მსგავსი მახასიათებლები ქნებოდათ: GA104-400 ჩიპს ექნება 48 გამომთვლელი ბლოკი, GA104-300-ს კი - 46. თუმცა RTX 3070 Ti მოდელში გამოყენებული იქნება GDDR6X ტიპის მეხსიერება, RTX 3070 საბაზისო ვერსიაში კი - GDDR6. სწორედ GA104-400 ჩიპის ბაზაზე შექმნილი ვიდეო დაფა ფიგურირებს კოდური დასახელებით - PG142. 

ინფორმაციის ავტორის აზრით, კვების ახალი ინტერფეისი დაახლოებით Molex Micro-Fit სერიის 19 მმ სიგანის ინტერფეისის მსგავსია. ინტერფეისი დაყოფილია ორ რიგად (6-6 კონტაქტი), კონტაქტებს შორის ინტერვალი 3 მილიმეტრია. ეს ზომები 6+2 ინტეფეისის ზომების მსგავსია, რომელიც ამჟამად ფართოდ გამოიყენება. მახასიათებლების თანახმად, Micro-Fit კონტაქტის მაქსიამალური დენის ძალაა 8,5 А. ამრიგად, ახალმა 12-კონტაქტიანმა ინტერფეისმა შესაძლოა უზრუნველყოს 600 ვატამდე ენერგიის გადაცემა.  

  • Like 2
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა რატომ შემოაქვთ ეს ახალი კვება?  შეიძლება რამე მონსტრი გეიმერული კარტების გამოშვება უნდათ ან შეიძლება მომავალზე აქვთ უფრო გათვლა. ასე ჩქარ ჩქარა ვეღარ შეამცირებენ ტრანზისტორების ზომას ახლო მომავალში და მერე რაუნდა ქნან, შეიძლება რთულ პერიოდებში უბრალოდ ტრანზისტორების რაოდენობა + სიხშირე გაზარდონ და გაგრილებას დახვეწავენ რომ არ შეანელონ წარმადობის ზრდა?

Link to comment
Share on other sites

ძალიან სერიოზული პიკური დატვირთვა აქვს ერთ 6+2 პინიანზე და მაგიტომ, ორი ეგეთი ხანდახან აღარ ყოფნიდეს შეიძლება ძალიან ძლიერ ნაგრუზკებზე, ამიტომ ეგ ახალი შემოიღეს უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.